ბავშვების დედას დამამშვიდებლებს ასმევენ, მან ჯერ არ იცის ქმარ-შვილი რომ აღარ ჰყავს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

ბავშვების დედას დამამშვიდებლებს ასმევენ, მან ჯერ არ იცის ქმარ-შვილი რომ აღარ ჰყავს

ბავშვების დედას დამამშვიდებლებს ასმევენ, მან ჯერ არ იცის ქმარ-შვილი რომ აღარ ჰყავს
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ,
რა დროსაც მამა და 6 თვის ტყუპი გოგონები დაიღუპნენ, მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო.


უკიდურესად სავალალოა ქვეყანაში ავტოკატასტროფების სტატისტიკა, ასევე ავარიების შედაგად გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი. ტრაგედია ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტოკატასტროფის შესახებ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ყვება, რომ მსუბუქ ავტომანქანში ნამდვილად
ხუთი ადამიანი იყო: 25 წლის თეონა იაკობაძე და ამავე ასაკის მისი მეუღლე, მიმო ივანიაძე და მათი ტყუპი გოგონები - ორივე ცალ-ცალკე ეტლით. მანქანაში ასევე იყო, თეონას მამა მერაბ იაკობაძე. სწორედ ის იჯდა საჭესთან და არა მიმი.

mkurnali.ge

მერაბს ბათუმიდან, საკუთარი სახლიდან სიძე-ქალიშვილი და შვილიშვილები სოფელში, კერძოდ,
ოზურგეთის სოფელ ლაითურში მიჰყავდა დასასვენებლად. ეს არის ახალგაზრდა, 47 წლის სრულიად გაწონასწორებელი ადამიანი, ის ნასვამი არ მჯდარა საჭესთან, როგორც გაავრცელეს ინფორმაცია, ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. ამ ეტაპზე ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, გამოძიებენ ყველაფერს, იმედია, ფაქტია, რომ მძღოლებმა შესაბამისი სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს...

mkurnali.ge

ბავშვების დედას შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და მხოლოდ ლავიწის ძვლის ოპერაცია დასჭირდა. მიმი კი მანქანის იმ მხარეს იჯდა, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო და ფორმაც დაკარგა. ბავშვებიც საშინლად დაზიანდნენ. საავადმყოფომდე ცოცხლები კი მიიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ეს შეუძლებელი იყო. თეონამ ჯერჯერობით არც კი იცის, რომ ქმარ-შვილი აღარ ჰყავს... მას და მამამისს ექიმები დამამშვიდებელ წამლებს ასმევენ.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან
09-01-2019
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის 15 წლის მოზარდია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ,
01-11-2018
"სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
17-07-2018
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ტვინის დაავადებების მკურნალობის მეთოდებისა და საშუალებების განვითარებასთან ერთად,
ჰიუსტონის უნივერსიტეტის გამოთვლითი ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში შეეცადნენ დაედგინათ ზოგიერთი მძღოლი
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ყნოსვის ტესტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნევროლოგიური მდგომარეობების,
მკურნალის რედაქცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას!
პენსილვანიის უნივერსიტეტმა, 17 კვლევის შედეგების ანალიზით დაამტკიცა,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად