ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული
ორი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ. ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიაში ერთი ოჯახის 5 წევრი მოყვა, საიდანაც 3 დაიღუპა, 2 კი დაშავდა. რაც შეეხება ბავშვების დედას და ბებიას, ისინი ბათუმის კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.
ნახეთ ვიდეო - საშინელი ავარია ქობულეთის გზაზე
ქობულეთი-ჩაქვის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 2 ქალბატონის მდგომარეობის შესახებ ბათუმის საავადმყოფოს ექიმი საუბრობს
14.07.2018
კომენტარები (0)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა