მღვიმიდან გამოყვანილი ბიჭები კვლავ საავადმყოფოში რჩებიან - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მღვიმიდან გამოყვანილი ბიჭები კვლავ საავადმყოფოში რჩებიან - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მადლობას უხდიან მაშველებს და ყველა ადამიანს, ვინც მათ გულშემატკივრობდა. ტაილანდელმა ბიჭებმა, რომლებიც დატბორილი გამოქვაბულიდან რამდენიმე დღის წინ ამოიყვანეს, საჯაროდ პირველად ისაუბრეს.

ბიჭები ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩებიან, თავს კარგად გრძნობენ და მათი საყვარელი ტაილანდური კერძების დაგემოვნებას ნატრობენ.

"მადლობა ჩვენი გადარჩენისთვის, თავს კარგად ვგრძნობთ," - ამბობენ ვიდეოჩანაწერში ბიჭები.

მათი 25 წლის მწვრთნელი კი მადლობას უხდის ტაილანდის მთავრობას და ყველა სამაშველო სააგენტოს, რომელიც ჩართული იყო ევაკუაციის პროცესში.

mkurnali.ge

"მადლობა პრემიერ-მინისტრს, ყველა სააგენტოს, მაშველებს, ექიმებს. თავს კარგად ვრგძნობ და უკვე შემიძლია, ნორმალურად ვჭამო კიდეც," - ამბობს ეკაპოლი.

მღვიმიდან ევაკუირებულებს საავადმყოფოდან მომავალ კვირაში გაწერენ. ჯანდაცვის მინისტრმა ბიჭებს მოუწოდა, არ მისცენ ინტერვიუები მედიას, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება იყოს.

შეგახსენებთ, რომ 12 ტაილანდელი ფეხბურთელი მწვრთნელთან ერთად 23 ივლისს გაუჩინარდნენ, მე-9 დღეს მათ ინგლისელმა მყვინთავებმა მიაგნეს, მაგრამ მიუდგომელი რელიეფის გამო, რომელიც წყლით იყო დაფარული, თითქმის 10 დღე ბიჭების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა.