ბიჭები ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩებიან, თავს კარგად გრძნობენ და მათი საყვარელი ტაილანდური კერძების დაგემოვნებას ნატრობენ.
"მადლობა ჩვენი გადარჩენისთვის, თავს კარგად ვგრძნობთ," - ამბობენ ვიდეოჩანაწერში ბიჭები.
მათი 25 წლის მწვრთნელი კი მადლობას უხდის ტაილანდის მთავრობას და ყველა სამაშველო სააგენტოს, რომელიც ჩართული იყო ევაკუაციის პროცესში.

"მადლობა პრემიერ-მინისტრს, ყველა სააგენტოს,
მღვიმიდან ევაკუირებულებს საავადმყოფოდან მომავალ კვირაში გაწერენ. ჯანდაცვის მინისტრმა ბიჭებს მოუწოდა, არ მისცენ ინტერვიუები მედიას, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება იყოს.
შეგახსენებთ, რომ 12 ტაილანდელი ფეხბურთელი მწვრთნელთან ერთად 23 ივლისს გაუჩინარდნენ, მე-9 დღეს მათ ინგლისელმა მყვინთავებმა მიაგნეს, მაგრამ მიუდგომელი რელიეფის გამო, რომელიც წყლით იყო დაფარული, თითქმის 10 დღე ბიჭების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა.