19 წლის მწყემსი, რომელმაც ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობა აღიარა, ახალგორიდან არის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

19 წლის მწყემსი, რომელმაც ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობა აღიარა, ახალგორიდან არის

19 წლის მწყემსი, რომელმაც ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობა აღიარა, ახალგორიდან არის
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი,
1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, გარდაცვლილები იპოვეს. ასევე უკვე ნაპოვნია მათი 4 წლის შვილი, რომელიც თოფით არის მოკლული.

ეს ოჯახი მარნეულში 7 წლის წინ ჩამოვიდა საცხოვრებლად და ორმაგი მოქალაქეობაც მიიღეს. რაიანი აზრბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული. იგი ახლო მომავალში მარნეულში საბავშვო მოედნის გაშენებას საკუთარი ხარჯებით გეგმავდა, მაგრამ...

ოჯახის ძებნის ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ივლისს  "112"–ში შეტყობინება შევიდა, რომ მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების
კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი 6 ივლისს ავტომანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი კი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

mkurnali.ge

19 წლის მწყემ­სი, რო­მე­ლიც შემ­ზა­რავ მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ,
შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოყ­ვა.

სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, მას შემ­დეგ რაც მწყემსმა სმი­ტე­ბის ოჯა­ხი ჩანჩქე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­იყ­ვა­ნა, რა­ი­ან სმიტ­სა და 19 წლის მწყემსს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, შემ­დეგ ქალი მოკ­ლა, ბო­ლოს კი 4 წლის ბავ­შვი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას შემ­დეგ რაც მწყემსმა ცხედ­რე­ბი გა­და­მა­ლა, და­რე­კა ხა­დას ხე­ო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად და გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვა და ახ­ლოს ვერ მი­დი­ო­და, რად­გან ცხედ­რის ეში­ნო­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლი მწყემ­სი თა­ვად­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­ნარ­ჩე­ნი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ძებ­ნის პრო­ცეს­ში.

დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის მე­რის ნუგ­ზარ სეხ­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, მწყემსმა თა­ვად აჩ­ვე­ნა მაშ­ვე­ლებს ის ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შვის ცხე­და­რი ჰქონ­და გა­და­მა­ლუ­ლი.

mkurnali.ge



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ხადის ხეობაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს,
24-07-2018
ადვოკატი დავით გირგვლიანი​ ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს.
22-07-2018
ტვ იმედის ინფორმაციით, ცნობილია ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის სამედიცინო ექსპერტიზის
16-07-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი: ფიზიკური აქტივობა დაქვეითებულია, კვება კი უფრო ინტენსიური და არაბალანსირებული გახდა.
ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა კარგი პროფესიონალი
შესაძლოა, ბებიებისგან გსმენიათ ფრაზა „ნიკრისის ქარი“ ან „მეფეების დაავადება“ - ეს პოდაგრას ხალხში გავრცელებული სახელებია,
დღე დაძინების მოთხოვნილება ძირითადად განპირობებულია ჩვენი ბიოლოგიით
სპეციალიზებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრი“ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში კოვიდ-დიაგნოსტიკას ბინაზე მისვლით, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.
სემაგლუტიდი წარმოადგენს ადამიანის ჰორმონის ხელოვნურ ანალოგს. აღნიშნული ჰორმონი სისხლში გადმოისროლება ჭამის შემდეგ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად