სიახლეები

24 წლის გვანცა დიასამიძის გადასარჩენად ბათუმში ლუდის ფესტივალი გაიმართება

24 წლის გვანცა დიასამიძის გადასარჩენად ბათუმში ლუდის ფესტივალი გაიმართება
ბათუმში ხვალ ლუდის ფესტივალი გაიმართება. 12:00 საათიდან სტუმრებს ბულვარში, საზაფხულო თეატრთან ლუდი, სასიამოვნო მუსიკა, პრიზები და სახალისო აქტივობები ელოდებათ.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ხვალ მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.

ბავშვებისთვის მოწყობილ სპეციალურ კუთხეში პატარების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ. მათივე ინფორმაციით, ფესტივალზე სპეციალური საფეხბურთო სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ნახვა შეეძლებათ.

"უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალზე მხოლოდ ქართული ნაწარმი იქნება წარდგენილი. გართობის მთავარი მიზანი კი ქველმოქმედებაა. ფესტივალიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება 24 წლის ბათუმელი გვანცა დიასამიძის გამოჯანმრთელებას, რომელიც ორი
წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. ანგარიშის ნომერია GE73TB7712545062100001
მიმღები: თეონა დიასამიძე", - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

მსგავსი სიახლეები
ბათუმში პიროტექნიკით 9 ადამიანი დაშავდა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის
03-01-2019
სოციალურ ქსელში ექიმი ქეთევან გელაშვილი ავრცელებს ვიდეოს სახელწოდებით "დიალიზისა და ნეფროლოგიის
30-11-2018
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
12-08-2018