პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, ტრავმატოლოგ ვაჟა კახნიძის განცხადებით, მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისივე თქმით, პაციენტს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება.

„ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის და ასევე გამჭოლი ჭრილობები წვივების შუა მესამედში. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ინსტრუმენტული კვლევები, აღენიშნება დიდი წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა. ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ბრიგადის მიერ ჩატარდა ოპერაციული
ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება“, – განაცხადა ექიმმა.

ვაჟა კახნიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი ჯგუფი ტყვიის წყაროების აღმოსაჩენად
15-01-2019
ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს
21-12-2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
24-07-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
მსოფლიოს ერთერთი უმწვავესი პრობლემა მდგრად ბაქტერიებს უკავშირდება. გარდა ახალი წამლების ძიებისა,

სლოგანით „შიდსი - ესეც პანდემიაა“ შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში შიდსის მსოფლიო დღეს უერთდება.
პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და ის ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.
მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ
კოვიდ-19 მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელ პანდემიად ჩამოყალიბდა, რომელიც უმძიმეს კვალს ამჩნევს ეკონომიკას და
ბრიტანელი ფსიქიატრის ჰერაინ-ვივესის აზრით, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონის განსაზღვრა შესაძლებელია ყურში
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად