თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი მოიწამლა
მოწამვლის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსს” აეროპორტში უდასტურებენ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რას უკავშირდება ინტოქსიკაცია.
ამასთან, თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოწამლული პირები აეროპორტის თანამშრომლები არიან.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა და ამჯამად აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.