რატომ არსებობს მითი, რომ "მანთუს" დასველება არ შეიძლება

ეს მითი 70 –იანი წლებიდან მოდის, როდესაც ტუბერკულოზით დასნებოვნების გამოსაკვლევად (დასადგენად) მანთუს სინჯს კი არ ატარებდნენ, არამედ კანზედა პირკეს სინჯს აკეთებდნენ. ამ უკანასკნელის გამო კანს სპეციალური ინსტურმენტით კაწრავდნენ. თუ "მანთუზე" წყლის მოხვედრა არაფერს იწვევს, პირკეს სინჯზე არ შეიძლება ფიზიკური ზემოქმედება, არც ღრუბლის ხახუნი და არც პლასტირის დაკვრა.
თინათინ გოცაძე