ყველაზე ჯანსაღი რძის პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე ჯანსაღი რძის პროდუქტები

შხამ-ქიმიკატებისა და სასუქების ხშირმა გამოყენებამ შესამჩნევად შეამცირა მიწის ნაყოფიერება, გააუარესა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთა თვისებები. მათი გამოყენება ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშია, ამიტომაც ასეთი პროდუქტის ხშირი მიღება მიზანშეწონილი არ არის. სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია დღეს პროდუქციის მაღალი ხარისხისა და მისი უვნებლობის არანაირ გარანტიას არ იძლევა.

დღეს რთულია გაექცე პესტიციდებისა და სასუქების მავნე გავლენას. განვითარებული ქვეყნები მკაცრად აკონტროლებენ საკვების ხარისხს და აქტიურად გადადიან ბიო საკვებზე, რადგან ბიო პროდუქტები ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა.

საქართველოც ნელ-ნელა ფეხს უწყობს მოწინავე ქვეყნების მიღწევებს და ბაზარზე უკვე გამოჩნდა პირველი ქართული ბიო რძის პროდუქტი. ბიო რძე გახლავთ ყველაზე ჯანსაღი რძის პროდუქტი საქართველოს ბაზარზე.

mkurnali.geრომ გაგვეგო უფრო სიღრმისეულად, თუ რას წარმოადგენს ბიო რძე, რას მოიცავს მისი სერტიფიცირების პროცესი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი, ვესტუმრეთ კომპანია „ნატურალ პლიუსის“ ხარისხის მართვის ხელმძღვანელს, ქალბატონ ირმა ანთიას:

თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რა არის ბიო რძე?

ტერმინი ”ბიო” გულისხმობს, წარმოების ისეთ პროცესს, სადაც უმკაცრესად კონტროლდება წარმოების სრული ციკლი: ნედლეული, საწარმოო პროცესები და საბოლოო პროდუქტი. სადაც, არცერთ ეტაპზე არ გამოიყენება შხამ-ქიმიკატები, არაორგანული დანამატები და ჯანმრთელობისთვის მავნე კონსერვანტები.

ბიო რძის პროდუქტი მზადდება ბიო რძის ბაზაზე და მასში შემავალი ყველა ნედლეული ეკოლოგიურად სუფთაა.

რას ნიშნავს როდესაც პროდუქტს აწერია ბიო?

როდესაც პროდუქციას აწერია „ბიო“, „ეკო“ ან „ორგანიკი“, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და სერტიფიცირებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით .

ვინ გასცემს ბიო სერტიფიკატს?

საქართველოში ბიო სერტიფიკატს გასცემს შპს „კავკასსერტი“, რომელიც აკრედიტირებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAKKS-ის მიერ. შპს „კავკასსერტი“ პირველი ადგილობრივი კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს ბიოპროდუქციის სერტიფიცირებას. მის ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შვეიცარიაში.

რას მოიცავს ბიო სერტიფიცირების პროცესი?

ბიო სერტიფიცირება საკმაოდ შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესია და მოიცავს სხვადასხვა ეტაპს:

პირველ რიგში მოხდა ნიადაგის გასუფთავება ქიმიური ნივთიერებებისგან, კონკრეტული ნაკვეთები კონტროლზე იქნა აყვანილი კავკასსერტის მიერ, ამ ნაკვეთებში ითესებოდა ბიოთესლეული და არა ჰიბრიდული ან გენ-მოდიფიცირებული . არ შესულა ნიადაგში მინერალური სასუქი და ჰერბიციდები, ხდებოდა მხოლოდ ბიოსასუქის და ნაკელის კომპოსტის შეტანა. ასე მოყვანილი მოსავლით ხდება პირუტყვის გამოკვება ფერმაში.

სად მდებარეობს ფერმა და როგორ არის მოწყობილი?

ფერმა მდებარეობს კახეთში, შირაქის ველზე, სოფელ არხილოსკალოში. ფერმა გაშენებულია ნახევარ ჰექტარზე და მოწყობილია შესაბამისი სტანდარტებით, ერთ სულ პირუტყვზე გამოყოფილია საშუალოდ 10კვ.მ. ფართი. პირუტყვი არ არის დაბმული და იმყოფება ღია სივრცეში, რომელიც მუდმივად ნიავდება.

ბიო სტანდარტებიდან გამომდინარე მოწყობილია:

  • სასეირნო მოედანი
  • სამშობიარო ბლოკი
  • სამკურნალო ჰოსპიტალი
  • საწველი დარბაზი და ა.შ.

mkurnali.ge

რა ჯიშის ძროხებია ფერმაში?

ფერმაში ჰოლშტეინის ჯიშის მაღალპროდუქტიული პირუტყვი ესტონეთიდანაა შემოყვანილი.

პირუტყვი დაყოფილია ჯგუფებად. არ ხდება პირუტყვის დაბმა. პირუტყვის საფენს წარმოადგენს ნამჯა, რომლის განახლება ხდება დღეში 2-ჯერ .

ფერმაში პირუტყვის რაოდენობა 200-ზე მეტია.

თითოეულ ძროხას მინიჭებული აქვს თავისი უნიკალური ნომერი და ყოველდღიურად ხდება მათ შესახებ მონაცემების შეტანა სპეციალურ პროგრამაში, სადაც ინახება თითოეული ძროხის ყოველდღიური ჯანმრთელობის და წველის ისტორია.

ზოგიერთ ძროხას კი თავიანთი სახელიც აქვს, რომელიც ძალიან შეიფერეს.

რატომ ბიო?

რადგან მის საწარმოებლად გათვალისწინებულია შემდეგი აკრძალვები

  • ნაკვეთზე აკრძალულია - პესტიციდები, ჰერბიციდები, სხვა არაბუნებრივი ნივთიერებები;
  • მცენარეებზე აკრძალულია - გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული თესლი; ქიმიური სასუქები;
  • ცხოველებზე აკრძალულია - შენახვა არაჰუმანურ პირობებში - დაბმა დახურულ სივრცეში; ზრდის ჰორმონების გამოყენება; ქიმიური ალოპათიური ვეტერინარული საშუალებების გამოყენება; ანტიბიოტიკების გამოყენება; ხორც-პროდუქტების გადამუშავების ნარჩენების გამოყენება;

რძის გადამუშავებისას - ბიო რძის წარმოება გულისხმობს ისეთი მინარევების აკრძალვას, როგორიცაა კონსერვანტები, სტაბილიზატორები, პიგმენტები, არომატიზატორები და გემოს გამაძლიერებლები.

მნიშვნელოვანია სან-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა და სარეცხ- სადეზინფექციო საშუალებების ნარჩენების მონიტორინგი.

რა პროდუქტებს აწარმოებთ?

ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ: რძეს, მაწონს, ხაჭოს, არაჟანს, იმერულ ყველს და სულგუნს.

...და სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მაღაზიათა ქსელებში: Carrefour, Goodwill, ევროპროდუქტი, ფრესკო, 2 ნაბიჯი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს.

R