გარემოს დაცვის სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს
როგორც "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება.
28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა +37, +39 გრადუსი დაფიქსირდება.
აქვე წაიკითხეთ: რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს