ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო
როგორც "მკურნალი.გე"-ს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საკვალიფიკაციო გამოცდები, 2018 წლამდე, წელიწადში ერთხელ შემოდგომაზე ტარდებოდა, წელს პირველად კი კიდევ ერთი სესია დაემატა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ, ძირითადად კი დსთ-ს ქვეყანაში მიღებული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის, ახალი რეგულაციების ამოქმედებით არის განპირობებული.

სამინისტროს განმარტებით, ახალი წესის მიხედვით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და საექიმო სპეციალობის მაძიებლის სტატუსის მოპოვება გახდა. კურსდამთავრებულები კი მზადებას წელიწადის სხვადასხვა დროს ასრულებენ, სწორედ ამიტომ, საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

„ქვეყანაში ასევე
გაზრდილია აკრედიტირებული სასწავლო დაწესებულებებისა და კვოტების რაოდენობაც, რაც შესაძლებლობას იძლევა, მაძიებელები სარეზიდენტო პროგრამებებზე პერმანენტულად, აკადემიური წლის განმავლობაში ჩაირიცხონ. კიდევ ერთი სიახლე სასერტიფიკაციო და საკვალიფიკაციო გამოცდებს უკავშირდება, რედაქტირებული და განახლებულია ტესტ-კითხვარების, 20 % არასაჯარო, „დაფარული“ ბაზიდან“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, გამოცდების მიმდინარეობის პროცესს პირადად აკვირდებოდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია.

გამოცდები ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო გამოცდებზე- 582, სასერთიფიკაციოზე კი - 680 მაძიებელია დარეგისტრირებული.

ერთიანი ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 27 ივნისს დასრულდება.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
მსოფლიოს ერთერთი უმწვავესი პრობლემა მდგრად ბაქტერიებს უკავშირდება. გარდა ახალი წამლების ძიებისა,

სლოგანით „შიდსი - ესეც პანდემიაა“ შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში შიდსის მსოფლიო დღეს უერთდება.
პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და ის ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.
მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ
კოვიდ-19 მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელ პანდემიად ჩამოყალიბდა, რომელიც უმძიმეს კვალს ამჩნევს ეკონომიკას და
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად