წმინდა სინოდის აზრით, კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

წმინდა სინოდის აზრით, კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს

წმინდა სინოდის აზრით, კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს
კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს, - ამის შესახებ სინოდის კრების ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.
სინოდის ოქმის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდის კრებამ ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მძიმე შედეგებზე იმსჯელა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის
განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე, რაც ფაქტობრივად ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია.

ეკლესია
არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან და სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმასთან (რაც ადრე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც დაფიქსირდა):

ა) ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ.

ბ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

გ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

დ) გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში; ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

ე) ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი.
ასევე სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა:

შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად", - აღნიშულია სინოდის კრების ოქმში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ
02-08-2018
ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია,
06-03-2018
ნულიდან ხუთ წლამდე ასაკის 300-მდე ბავშვიდან ორმოც პროცენტს სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა.
15-12-2017
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბოლო პერიოდში, D ვიტამინის დეფიციტის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი პოპულარული თემა გახდა.
მხატვრული რესტავრაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რადგან ამ მანიპულაციის საშუალებით პაციენტს აქვს საშუალება გაილამაზოს ღიმილი მხოლოდ ერთ ვიზიტში.
რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი რგოლია თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, ის ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ადამიანის დაბრუნებას ან დაახლოებას იმ მდგომარეობასთან, რომელიც დაავადებამდე იყო.
კალაბრიისა და სალფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბერგამოტის ექსტრაქტის
„რომპეტროლ საქართველო“ პანდემიის პერიოდში მებრძოლი მედიკოსების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და კოვიდ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს ლანჩით უზრუნველჰყოფს.
პროსტატა – „მამაკაცის მეორე გული“, როგორც ხშირად უწოდებენ წინამდებარე ჯირკვალს, მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ფუნქციებს ასრულებს მამაკაცის ორგანიზმში.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად