სიახლეები

გარემოს დაცვის სამინისტრო: ზღვიდან გამორიყული თევზი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

გარემოს დაცვის სამინისტრო: ზღვიდან გამორიყული თევზი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა
გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის (დელ­ფი­ნე­ბის) გა­მო­რიყ­ვის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი ეც­ნო­ბე­ბათ.

"სამ­წუ­ხა­როდ, სა­ნა­პი­რო ზოლ­ში ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის გა­მო­რიყ­ვის ფაქ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­შიც ფიქ­სირ­დე­ბა, რისი მი­ზე­ზიც მთე­ლი რიგი ფაქ­ტე­ბია, მათ შო­რის ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და გარ­კვე­უ­ლი ტი­პის და­ბინ­ძუ­რე­ბე­ბი. გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს
მო­სახ­ლე­ო­ბას, მო­ე­რი­დონ გა­მო­რი­ყულ ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რთან კონ­ტაქტს და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დარ­ე­კონ ცხელ ხაზ­ზე (153). მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ლის­ტე­ბი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლის მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მიმ­დი­ნა­რე­ობს ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა, რომ ძუ­ძუმ­წოვ­რის გა­მო­რიყ­ვის შემ­თხვე­ვა­ში იყოს დრო­უ­ლი რე­ა­გი­ე­რე­ბა და გა­მო­რიყ­ვის კონ­კრე­ტუ­ლი ად­გილს
ჩა­უ­ტარ­დეს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.
მსგავსი სიახლეები
ჯანსაღი კვების სპეციალისტები ამ დარგის ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად მიიჩნევენ, რომ 40 წლის შემდეგ ორგანიზმში
12-08-2019
როდესაც დიეტაზე ხართ, ძირითადად, იცით, რა უნდა აირიდოთ თავიდან, მაგალითად, ტკბილეული, პური, ცხიმიანი
25-03-2019
ჯანსაღი კვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები ცნობილია: მეცნიერები
14-02-2019