მოსკოვში წითელ მოედანზე მოძრავი ტაქსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
ინციდენტის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსული მექსიკელი ტურისტია.
რუსეთში მექსიკის საელჩოს განცხადებით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგობარეობა დაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
რუსეთის პოლიიციის გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და სავალი ნაწილიდან ამიტომ გავიდა.
მძღოლის ვინაობა იდენტიფიცირებულია და ის უკვე დაკავებულია.
მოსკოვში ტაქსი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსულ ტურისტებს დაეჯახა, არიან დაშავებულები
17.06.2018
კომენტარები (0)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა