სიახლეები

15 წლის გიორგი გორგაძეს, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-3 სართულზე აძვრა და ჩამოვარდა, ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებაზე უარი განუცხადა

შემთხვევა 1-ელ მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ 15 წლის გიორგი გორგაძეს პატარა მეზობელი დახვდა ეზოში, რომელსაც სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. მოზარდმა გადაწყვიტა, მას დახმარებოდა, რა დროსაც აივნიდან ჩამოვარდა და დღემდე უგონო მდგომარეობაშია.

როგორც "პალიტრავიდეოს" გიორგის მამამ უთხრა, მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ჯანდაცვის სამინისტრომ კი დახმარებაზე უარი განაცხადა. ახლა ოჯახი მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არის დარჩენილი.


საქველმოქმედო ნომერი: 09 01 70
13 94 - დარეკეთ "მაგთიდან" და "ბილაინიდან". ზარის საფასური - 1 ლარი.

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი:
თBჩBGE22
მიმღების დასახელება - გელა გორგაძე
ანგარიში ლარებში: GE78თB7641945061100073
ავტორი: თიკო გურაშვილი