სიახლეები

ტრანსპორტის საქალაქო სასახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოთი დადის

ტრანსპორტის საქალაქო სასახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოთი დადის
მირიან ლებანიძე სოციალურ ქსელში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ფოტოს აქვეყნებს ასეთი კომენტარით:
"ტრანსპორტის საქალაქო სასახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოთი მიდის. მიცკევიჩიდან შარტავამდე ხომ არ არის შორი, მაგრამ მერიამდე ველოსიპედით მისვლა ავტოზე უფრო სწრაფად და კომფორტულად შეიძლება. ახლო მანძილებზე მანქანით მოძრაობა დანაშაულია, ხოლო ველოსიპედით სიარული სასიამოვნოც არის და სასარგებლოცო. თავის ძველ, გერმანულ ველოსიპედს სამსახურში ინახავს და მერიაში, ან ახლო-მახლო საქმეზე ტრანსპორტირებისთვის იყენებს. დღეს ოფისთან გამოვიჭირე და გადავუღე. მეც კი მაგულიანებს: იყიდე, მეორადი იაფია და ერთად ვიაროთო, მაგარამ ჯერ
ვერ დამიყოლია".

იქნებ თქვენც დაგაფიქროთ ამ ინიციატივამ, ჩვენო მკითხველო? იქნებ ჩვენც დავიწყოთ ნელ-ნელა ამ კულტურის დამკვიდრება? ველოტრანსპორტი ხომ ყველა ტრანსპორტზე უფრო ჯანსაღია.
მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
სპეციალისტთა განცხადებით, საოცარი არომატის მქონე მარწყვი აჯანსაღებს თვალებს, კეთილისმყოფელ გავლენას
07-06-2019
1) საკვების მიღებისას კონცენტრირდით მხოლოდ ჭამის პროცესზე! ჭამის დროს ბევრი მობილური მოწყობილობით ან
06-05-2019