„უმორჩილესად გთხოვთ ყველას - გადავრჩინოთ ზურა“ - მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ჰოსპიტალიზებულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„უმორჩილესად გთხოვთ ყველას - გადავრჩინოთ ზურა“ - მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ჰოსპიტალიზებულია

ინფორმაციით, ზურას ორი წლის წინ შუნტირება ჩაუტარდა, თუმცა ნერვიულობის ნიადაგზე რამდენიმე უბანზე იშემია განუვითარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემები აქვს და მომღერალს ფინანსური დახმარება სჭირდება.

„არიან მომღერლები, რომლებიც არასდროს არავის აწუხებენ, არც ხმამაღლა შეუძლიათ თავიანთ გაჭირვებაზე წუწუნი, აქვთ ხალხის დიდი სიყვარული და გულში დიდი დარდი. ასეთია ზურა დოიჯაშვილი, სახალხო მომღერალი, უყვარს ყველას, დიდს, პატარას, მღერის ყველასთვის. ზურა დღეს გულის შეტევით გადაიყვანეს კლინიკაში, ნერვიულობამ თავისი ქნა, ბინა, სადაც ცხოვრობდა სამი შვილით და მეუღლით, დაყადაღებულია, მუსიკით ვერ არჩინა ოჯახი. დღეს, სანამ ცოცხალია, მანამ ჭირდება თანადგომა, თორემ მიცვალებულის დატირება კარგად შეგვიძლია. საოცრად თავმდაბალი და უკეთილშობილესი ადამიანია ზურა, არც იტყოდა თავის გაჭირვებას, შემთხვევით რომ არ გამეგო. საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, მათ, ვისაც ერთხელ მაინც მოგისმენიათ ზურას სიმღერა, ტაში დაგიკრავთ, გაგღიმებიათ, მოგწონებიათ, დავეხმაროთ ზურას, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ბიზნესმენებს,ზურას კოლეგებს,უბრალო ადამიანებს, გადავრჩინოთ ზურა! ეს მისი საბანკო რეკვიზიტებია! თიბისი ბანკი

GE30TB7365245064100044 ბადრი დოიჯაშვილიGE23BG0000000747592200 საქართველოს ბანკი“, - წერს ნინო ჯღარკავა.

თამარ ნეფარიძე