სიახლეები

მოსწავლე, რომელიც გომბორზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა ნინი შენგელიაა

მოსწავლე, რომელიც გომბორზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა ნინი შენგელიაა
გომბორზე მომხდარ ავტოკატასტროფას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი მეექვსეკლასელი გოგონა ნინი შენგელიაა. ნინის დედა კი ხერხემლის მრავლობითი დაზიანებით ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოთავსებული. მან შვილის გარდაცვალების შესახებ ჯერ არაფერი იცის.

გარდაცვლილთა შორის არიან 2 მოსწავლის დედა და ერთი ბებია.
თელავის კლინიკაში რჩება 8 დაზარალებული, რომლებსაც სხვადასხვა სახის საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. რამდენიმე დაზარალებული კი გუშინ ავარიის შემდეგ თბილისის კლინიკებში გადმოიყვანეს.
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი
09-06-2018
მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები
09-06-2018