მისივე თქმით, საავადმყოფოში რჩება გოგონა, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარობა სტაბილურია. ხათუნა ჭონიაშვილი ვარაუდობს, რომ დანარჩენ 7 პაციენტს დღის პირველ ნახევარში გაწერენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ სოფელ თეთრწყლებთან მოხდა. სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ადგილზე 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის
ერთი არასრულწლოვანი. დაშავდა 21 მგზავრი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მძღოლი დაკავებულია.
წაიკითხეთ: