სიახლეები

გომბორზე, ავარიის დროს დაშავებულ ერთ მოზარდს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება

გომბორზე, ავარიის დროს დაშავებულ ერთ მოზარდს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, გომბორზე, ავარიის დროს დაშავებულ ერთ მოზარდს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
"დაშავებულ მოზარდს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში ნაწლავის დაზიანება და სითხის წარმოქმნა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის 5 დაშავებულია გადაყვანილი თბილისის სხვადასხვა კლინიკებში. აქ მყოფთაგან საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებასა და რეანიმაციაში რჩება 4 პაციენტი. სავარაუდოდ, ორს თბილისში გადავიყვანთ. დანარჩენი დაშავებულები დაზიანების მიხედვით შესაბამისი პროფილის განყოფილებებში არიან და გამოკვლევა უტარდებათ", - განაცხა
და ხათუნა ჭონიაშვილმა.

გომბორზე ავარია დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელშიც ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულების ნაწილი ამჟამად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება, 5 დაშავებული კი თბილისში გადმოიყვანეს.
ასევე წაიკითხეთ:
მძღოლი ამუხრუჭებდა, მაგრამ მანქანა არ ჩერდებოდა - რას იხსენებს ავარიის დროს დაშავებული ბავშვი
მსგავსი სიახლეები
(ნაციონალური ქირურგიის თავისებურებანი)
05-02-2019
თუ ადამიანს სურს ცხვირის ფორმის შეცვლა, მას სულაც არ დასჭირდება ქირურგის სკალპელის ქვეშ დაწოლა.
16-04-2019