სიახლეები

მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ

მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ
მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 10-ზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
გომბორზე მომხდარ ავტოკატასტროფას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი მეექვსეკლასელი გოგონა ნინი შენგელიაა.
11-06-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი
09-06-2018
გომბორის უღელტეხილზე, თბილისიდან მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე ბავშვები
09-06-2018