სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, არის მსხვერპლი
გადაჰყავდა, ხევში გადავარდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავებულია 10-მდე ადამიანი. მიმდინარეობს ხევიდან ბავშვების ამოყვანის სამაშველო ოპერაცია.ბ ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. საპატრულო პოლიცია გომბორზე მიმავალ ავტომანქანებს გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.