News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტლის თანამშრომლების მიერ შემუშავებული კონსტრუქცია სანაყოფე წყლების ხელოვნური ანალოგით ავსებული დახურული კონტეინერია. წყლები მუდმივად ცირკულირებს. კონტეინერში არის ოქსიგენატორიც, რომელიც სისხლს ჟანგბადით ამარაგებს. ბავშვის სისხლის მიმოქცევის სისტემა მასთან ჭიპლარითაა შეერთებული. ასეთ მოწყობილობაში დღენაკლული ბავშვები 28 კვირის ვადამდე შეიძლება განვითარდნენ.

სპეციალისტებმა ხელოვნური საშვილოსნო გამოსცადეს ბატკნებზე. ცხოველები დაიბადნენ ადამიანის ორსულობის 23-24 კვირის ეკვივალენტ ვადაზე (ფილტვების განვითარების დონის გათვალისწინებით). მეცნიერები ამბობენ, რომ დედის საშვილოსნოში ნაყოფის ფილტვები სითხითაა სავსე. როდესაც ბავშვი დროზე ადრე იბადება, მას ჰაერით სუნთქვა უწევს, რამაც შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ხელოვნური საშვილოსნო აღნიშნული პრობლემის მოგვარების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, კონტეინერის გარემო სტერილურია.

ბატკნები მოწყობილობაში 4 კვირა იმყოფებოდნენ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ვადა შეზღუდული იყო არა სისტემის შესაძლებლობების, არამედ ექსპერიმენტის პროტოკოლის გამო. სპეციალისტებმა შეძლეს ხელოვნურ საშვილოსნოში წარმატებით გამოეზარდათ 6 ბატკანი. ცხოველების ნაწილი დააძინეს, რომ შეესწავლათ, როგორ იმოქმედა ხელოვნურმა გარემომ მათი სასუნთქი, ნერვული და სისხლის მიმოქცევის სისტემის განვითარებაზე. დანარჩენი ცხოველები ნორმალურ განვითარებას აგრძელებდნენ.

ადამიანებსა და ბატკნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ბატკნებთან ადრე მწიფდება ჩანასახოვანი (გერმინალური) მატრიცა, მასში ისახება ტვინის გლიური უჯრედები და ნეირონები. ძლიერ დღენაკლულ ბავშვებთან კი ხშირად გვხვდება გერმინალურ მატრიცაში სისხლჩაქცევები. თუმცა, მეცნიერების თქმით, ხელოვნური საშვილოსნო აღნიშნული გართულების რისკს შეამცირებს, რადგან მას ფილტვების მექანიკურ ვენტილაციას უკავშირებენ.

მკვლევრები აღნიშნავენ იმასაც, რომ არ დარეგისტრირებულა თრომბის წარმოქმნის არც ერთი შემთხვევა. მართალია, სპეციალისტები ცხოველებს ჰეპარინის მცირე დოზებს უკეთებდნენ სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის, თუმცა მალე ამის გარეშეც შეეცდებიან ფონს გასვლას. ისინი მოწყობილობის სრულყოფას გეგმავენ. მათ სურთ, ის ჩვეულებრივ ინკუბატორს მიამსგავსონ. მკლევრები იმედოვნებენ, რომ ცხოველებზე კლინიკური კვლევა უახლოეს 2-3 წელიწადში ჩატარდება. ხელოვნური საშვილოსნო სამედიცინო პრაქტიკაში შესაძლოა 10 წლის შემდეგ შემოვიდეს.

ახალი მოწყობილობა საშიში სიმპტომების აღმოჩენას შეძლებს

სასექსის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა უნიკალური სენსორული მოწყობილობა შეიმუშავეს. ის ზეთიანი წყლისა და გრაფენის (კრისტალირებული ნახშირბადის) ნაწილაკებით ავსებული რეზინის დრეკადი მილია. ასეთი მოწყობილობით ადვილად აღმოაჩენენ ახალშობილთა გულსა თუ სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

სენსორები შედგება ნახშირბადის ატომებისაგან. მილის მცირედი გაჭიმვითაც კი სითხის გამტარობა იცვლება. ამდენად, ამ მოწყობილობის მატარებელი ადამიანის სუნთქვისა და პულსის სიხშირის ცვლილებაზე დაკვირვება გამარტივდება. მოწყობილობა მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება.

სპეციალისტების თქმით, სმარტფონებზე ავტომატური განახლება მშობლებს ახალშობილის სუნთქვის სიხშირესა და პულსს ატყობინებს. მოწყობილობა დაეხმარება ძილის აპნოეს მქონეთაც. როგორც შემქმნელები აღნიშნავენ, მოწყობილობა ძვირი არ იქნება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება პირველად აღიარა ნამდვილ დაავადებად

მომავალ წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თამაშზე დამოკიდებულებას დაავადებათა რეესტრში შეიტანს. ათი წლის მონაცემთა ანალიზისა და კომპიუტერული თამაშებით ხანგრძლივად გატაცებულ ადამიანთა ქცევაზე დაკვირვებით, ექსპერტებმა გადაწყვიტეს, რომ ზოგიერთ გეიმერს რეალური ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.

ფსიქიკურ მოშლილობაზე საუბარი შეიძლება მაშინ, როდესაც თამაშები სხვა სასიცოცხლო ინტერესებზე უპირატესია. თუმცა ვიდრე თამაშზე დამოკიდებულების დიაგნოზი დაისმება, აღნიშნული ანომალიური ქცევა, სულ მცირე, ერთი წელი მაინც უნდა შენარჩუნდეს. ჯერჯერობით ექსპერტები მზად არ არიან, რეესტრში ინტერნეტითა და ტელეფონით გადაჭარბებული გატაცებაც შეიტანონ.

თამაშზე დამოკიდებულება ჯანმრთელობაზეც აისახება. ცხადია, თამაშის მოყვარულ ადამიანთა უმრავლესობას პრობლემები არ აქვს; სტატისტიკით ის გეიმერთა 0,2-1%-ს უფიქსირდება.

თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი თამაშები, როგორიცაა Call of Duty და Grand Theft Auto, უარყოფითად აისახება ჰიპოკამპზე - ტვინის მეხსიერების ცენტრზე.

კიბოს საწინააღმდეგო უნიკალურმა ვაქცინამ შესაძლოა აცრების კონცეფციაც კი შეცვალოს

ავსტრალიურმა კომპანიამ შეიმუშავა ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმის საწინააღმდეგო HER-vaxx ვაქცინა. იგი მოწოდებულია იმისაკენ, რომ ადამიანის იმუნიტეტის სტიმულაციის ხარჯზე კიბო არ განვითარდეს. ვაქცინამ თაგვებთან მნიშვნელოვნად გაზარდა სიცოცხლის შენარჩუნების მაჩვენებელი. კერძოდ, სიმსივნის ფორმირებისას ვაქცინა მის ზრდას ანელებდა.

ვაქცინა დაეხმარება იმ ქალებს, რომელთა ძუძუს სიმსივნე აქტიურად გამოყოფს ცილა HER2-ს და კუჭის კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც ასევე გამოეყოფათ ცილა HER2. ევროპაში ვაქცინის გამოცდა წარმატებულად ჩატარდა და დამტკიცდა მისი უვნებლობა. ახლა ვაქცინას აზიაში კუჭის კიბოთი დაავადებულ პაციენტებთან ცდიან. თუ ვაქცინას დასაშვებად მიიჩნევენ, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ქიმიოთერაპიასთან, სხივურ თერაპიასა და ჰერცეპტინთან ერთად.

მაგალითისთვის, თუ ადამიანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ვაქცინის მიცემა შესაძლებელია სხვა საშუალებებამდე. ეს იმუნიტეტის სტიმულაციას გამოიწვევს და სხვა მეთოდებით მკურნალობას შეამსუბუქებს. თუმცა შესაძლოა პაციენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდეს ვაქცინის განმეორებითი ინექცია. ვაქცინის გამომგონებლები თვლიან, რომ მისი გამოყენება სწორედ პრევენციის მიზნით ასეთი სქემით უნდა მოხდეს: გენეტიკური სკრინინგი, პრობლემური გენის გამოვლენა და ვაქცინის პრევენციული შეყვანა.