დღეს დილით ექიმთან მექანიკური ეტლით წავედი (ელ-ეტლი საკმაოდ მძიმეა და რთულია არაადაპტირებული სადარბაზოდან მისი გაყვანა... ) ექიმიდან რომ დავბრუნდი, ვერ მოვითმინე და მაინც მოვინდომე ელ-ეტლის გამოყვანა... მოკლედ დღეს პირველად ვიბოდიალე ელ-ეტლით მარტომ ქუჩებში და ერთი საოცარი რამ შემემთხვა... სახლში რომ ვბრუნდებოდი, ერთმა მოხუცმა კაცმა გამაჩერა და მითხრა "ბაბუ, ეტლის ბორბალი დაშვებულია, გადამძვრალა და თუ არ შეკეთდა ეტლი გაფუჭდება". ძალიან შევწუხდი, არც ყავარჯენი მქონდა რომ ეტლიდან ავმდგარიყავი, არც ის ვიცოდი ეტლი
მარტო ის მოვიფიქრე, რომ სახლში დამერეკა და მეთქვა ბორბალი გაფუჭდა და დამეხმარეთთქო.... სანამ მე
ჯერ გაოცებული მეკითხებოდნენ "შენ ხარ?" დადებითი პასუხის მერე კი კითხვების შემდეგი ნაკადი მოდიოდა "აქ საიდან გაჩნდი?", "ეტლი და ყავარჯენი სადაა?", "აქ როგორ აღმოჩნდი?" ჩემი პასუხი კი ასეთი იყო " პარდაპირ ციდან ჩამოვვარდი". ცოტახანში გავიხედე და მორბის ბიძაჩემი, ნასოსით ხელში, გაოგნებული სახით მიყურებს და მეკითხება "ეტლი სად არის, აქ საიდან მოხვდი, ეტლი თუ არ არის?" (მოკლედ ავუხსენი რაც მოხდა) გავიდა დაახლოებით 2 საათი, ან მეტი ( ზუსტად არ მახსოვს) და გამოჩნდა მოხუცის ჯიპი :))))) გადმოიღეს ეტლი და მეუბნება მოხუცი "ბაბუ, ეტლის ბორბალი გახეთქილი იყო, აკეთებდნენ და რომ ვერ გააკეთეს, შემდეგ ახალი დავაგებინე, ამიტომ დამაგვინდა..."
ამას ამბობს ისეთი სახით, თითქოს სრულიათ უცნობი კი არა, მისი შვილიშვილი ვყოფილიყავი..... გაასწორა, ეტლი, ჩადო სავარძელში ზურგის მაგარი ბალიში და მეუვნება "აბა მოდი, ჩაგაჯენ დ ნახე ხომ არაფერი მოუვა მართვის დროს?" მოკლედ ჩამაჯინა და მეუბნება "წადი ახლა მშვიდად, არაფერი არ დაემართება ეტლს, რამდენიც გინდა იარე".... მე დარცხვენილი და შეწუხებული ვუყურებ და მადლობას ვუხდი.... ამ დროს ჩემებიც მოვიდნენ, მადლობა გადაუხადეს და კითხეს საბურავების ფასი, რომ აენაზღაურებინათ.... მოხუცმა კი ასეთი რამ თქვა "არაფერი ხარჯი არ გამიწევია, დღევანდელი დღის ვალი მოვიხადე"... დამლოცა, დამემშვიდობა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
პ.ს ჰო და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არ მჯეროდეს, რომ დედამიწას სიკეთე და სიყვარული ატრიალებს? ზუუუუსტად სიკეთე და სიყვარულია ჩვენი უპირველსი მოვალეობა ამ ქვეყნად! მხოლოდ სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს!
©კატო თოფურია
