ბოტულინოთერაპია შაკიკის მკურნალობის ეფექტური ალტერნატივა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

ბოტულინოთერაპია შაკიკის მკურნალობის ეფექტური ალტერნატივა

ბოტულინოთერაპია შაკიკის მკურნალობის ეფექტური ალტერნატივა
შაკიკის უახლესი სტანდარტით მკურნალობა საქართველოში უკვე შესაძლებელია.
შაკიკი თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხშირად პაციენტის დეზადაპტაციას იწვევს. 2000 წელს ის შეიტანეს გლობალური მნიშვნელობის დაავადებათა ნუსხაში, რაც განპირობებულია მისი ფართო გავრცელებითა და პაციენტების ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენით.

ანა ძაგნიძე - ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისტეტო კლინიკის

ექიმი-ნევროლოგი, თსსუ ასისტენტ-პროფესორი. ტელ: 555 52 88 51

შაკიკი - პირველადი თავის ტკივილი - დაავადებაა, რომელიც შეიძლება შეეხოს ნებისმიერ შრომისუნარიან ადამიანს, უფრო მეტად ახალგაზრდებს, უპირატესად - ქალბატონებს. იგი იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას და წარმოადგენს მეორე ყველაზე
ხშირ მიზეზს სამსახურში არგამოცხადების მიზეზთა შორის.

- რატომ ვითარდება?

- მისი გამომწვევი ფაქტორები, მიუხედავად მრავალრიცხოვანი კვლევისა, დღემდე უცნობია. შაკიკის განვითარებაში მემკვიდრეობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს. დაახლოებით 60%-ში ოჯახური ანამნეზია დატვირთული, უფრო ქალის ხაზით, თუმცა 40% -ში მიზეზი უცნობია. შაკიკის თავის ტკივილის მაპროვოცირებელი მიზეზებია: ფიზიოლოგიური ჰორმონული ცვლილებები,
ორალური კონტრაცეპტივები, საკვები, მაგ: შავი ღვინო, ყველი, შოკოლადი, ასევე: სტრესი, ზედმეტი ძილი, ძილის რეჟიმის დარღვევა და გარკვეული მედიკამენტები.

- რა სიმპტომები აქვს შაკიკს?

- ვინაიდან ეს არის პირველადი თავის ტკივილი, მნიშვნელოვანია, რას გრძნობს ამ დროს პაციენტი და დიაგნოზი ისმება მხოლოდ მისი მონათხრობით. თანამედროვე მედიცინის არსენალში არსებული ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევის მეთოდები დიდად ვერ გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში. შაკიკის სიმპტომებია: განმეორებითი, საშუალო და ძლიერი ინტენსივობის თავის ტკივილი, ძირითადად ცალმხრივი ლოკალიზაციის, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას. ტკვილი, მკურნალობის გარეშე, შეიძლება გაგრძელდეს 4-დან 72 საათამდე. შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ფოტო და ფონოფობია. 30-40%-ში, შაკიკს ახასიათებს ე.წ აურა - წინმსწრები ნევროლოგიური ცვლილებები, რაც ვლინდება მოკაშკაშე სინათლის, თვალწინ ვარსკვლავების სახით. ზოგ პაციენტს უვითარდება მხედველობის დაბინდვა, ველის შევიწროება, მეტყველების მოშლა, მოძრაობის დარღვევა. ეს სიმპტომები წინ უსწრებს თავის ტკივილს, გრძელდება არა უმეტეს 1 საათისა, რასაც მოსდევს ზემოთ აღნიშნული ჩივილები.

mkurnali.ge- რა სიხშირით შეიძლება განმეორდეს შეტევები?

- განასხვავებენ შაკიკის ორ ფორმას: ეპიზოდურსა და ქრონიკულს. ქრონიკულია თუ ამ ტიპის თავის ტკივილები თვის მანძილზე 10 და მეტჯერ ვითარდება, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში.

- როგორია შაკიკის პროფილაქტიკა და მკურნალობა?

- შაკიკის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა მისგან ბოლომდე გათავისუფლება შეუძლებელია. შაკიკის ეპიზოდური ფორმის დროს მნიშვნელოვანია ტკივილის სწრაფი და სრული კუპირება. ეფექტურია წამალი, რომელიც მინიმუმ 2 საათში ხსნის შაკიკის შეტევას და ტკივილი აღარ აღინიშნება წამლის მოქმედების გავლის შემდეგაც. სამწუხაროდ, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება თავად შეიძლება გახდეს თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი. ქრონიკული შაკიკის დროს გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ახდენენ შაკიკის შეტევის სიხშირისა და ინტენსივობის შემცირებას. შესაბამისად, შეტევები უფრო იშვიათი ხდება. არსებობს თერაპიის მიმართ რეზისტენტული ფორმებიც, როდესაც მედიკამენტთა სხვადასხვა კომბინაცია არაეფექტურია. მკურნალობის უახლესი და ეფექტური მეთოდია ბოტულინოთერაპია, რომლის გამოყენების მსოფლიო გამოცდილება 15 წელს ითვლის. ბოტულინოთერაპია უზრუნველყოფს ტკივილის სიმპტომის როგორც სიხშირის, ასევე სიძლიერის შემცირებას, რის ფონზეც მნშივნელოვნად უმჯობესდება პაციენტთა ცხოვრების ხარისხი. ეს მიმართულება საქართველოშიც წარმატებით დაინერგა და აქტიურად ვითარდება, რამეთუ საერთაშორისო წესებით ჩატარებული მსხვილმასშტაბიანი კვლევებით დადასტურებულია შაკიკის მკურნალობისას მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება. ბოტულინოთერაპიის საშუალებით თანდათანობით შესაძლებელი ხდება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღების შემცირება, ხოლო მათი ეფექტურობა მნიშვნელოვნად იზრდება. ბოტულინოთერაპიას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, რადგანაც ის ლოკალურად, კუნთში კეთდება. ბოტულინოტოქსინის ინექცია ასევე იძლევა დამატებით კოსმეტიკურ ეფექტსაც. ბოტულინოთერაპია ა.შ.შ-სა და ევროპის ქვეყნებში შაკიკის მკურნალობაში მიღებული სტანდარტული თერაპიაა, რომელსაც დღესაც წარმატებით იყენებენ.

- შაკიკის სამკურნალოდ რამდენი პროცედურის ჩატარებაა საჭირო?

- ქრონიკული შაკიკის დროს ბოტულინოთერაპია რეკომენდებულია 12 კვირაში ერთხელ, წელიწადში 2-3-ჯერ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს შაკიკის სიმპტომები და გაუმჯობესდეს პაციენტის ცხოვრების ხარისხი.

- სად შეიძლება ბოტულინოთერაპიით მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება?
- პირველ რიგში, აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა, რისთვისაც საჭიროა კონსულტაციის ჩატარება. ქრონიკული შაკიკის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში განისაზღვრება ბოტულინოთერაპიით მკურნალობის ტაქტიკა. ს. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არაერთმა პაციენტმა მოგვმართა აღნიშნული ჩივილებით, რომელთაც დაუდასტურდათ ქრონიკული შაკიკის დიაგნოზი და მკურნალობის შემდეგ ისინი დაუბრუნდნენ ნორმალური ცხოვრების რიტმს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ზემოთმითითებულ ნომერზე სამუშაო დღის 15:00-19:00 სთ.

R

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელი ფსიქიატრის ჰერაინ-ვივესის აზრით, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონის განსაზღვრა შესაძლებელია ყურში
ბრიტანული მედიკამენტები სიმბოლურ ფასად! 1 ლარად
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას
"ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,
გვესაუბრება ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, კლინიკა კარდიონეტი პინეოს ხელძღვანელი ზურაბ კლიმიაშვილი.
2020 წლის 14 ნოემბერს 14.00 საათზე, დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. თბილისში
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად