კანისა და ფრჩხილის სოკოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

კანისა და ფრჩხილის სოკოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები

კანისა და ფრჩხილის სოკოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები
კანის დაავადებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოკოვან ინფექციებს ანუ მიკოზებს.
მიკოზები ეს დაავადებათა მთელი ჯგუფია, რომლებიც აზიანებენ ძირითადად კანს და კანის დანამატებს -თმას და ფრჩხილებსდალორწოვანგარსს. განსაკუთრებით გავრცელებულია ფეხის ტერფისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადება. ეს უსიამოვნო დაავადებები შეიძლება შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სტუმრობსაუზს, საუნას, სილამაზის სალონებს. მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე მჭიდრო და დახურული ფეხსაცმელი, კანისა და ფრჩხილის მუდმივი ტრავმატიზაცია, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, იმუნური სისტემის დაქვეითება.
იმის მიხედვით თუ კანის რომელი უბნის სიკოვან დაავადებასთან გვაქვს საქმე, სიმპტომები განსხვავებულია.

კანის სოკოვანი დაავადება
შეიძლება გამოხატული იყოს აქერცვლადობით, კანზე სხვადასხვა ფერის ლაქების გაჩენით, ქავილით, კანის ანთებით, კანის ნაოჭების გამოყელვით და ნახეთქებით. სოკოების ზოგიერთი სახეობა იწვევს თმის სტრუქტურის ცვლილებას, თმა ხდება მშრალი, მსხვრევადი და თავის თმიან საფარზე ჩნდება გაცვენილი უბნები.

ფრჩხილების სოკოვანი დაავადების დროს იცვლება ფრჩხილის შეფერილობა, ფრჩხილი სქელდება, შეიძლება
გახდეს მსხვრევადი, ან ასცილდეს ფრჩხილის საწოლს.

განსაკუთრებით შესამჩნევია კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებები გაზაფხულზე, როდესაც კლიმატური პირობების გამო შედარებით შილიფად ჩაცმულები ვართ და სხეულზე სახეშეცვლილი უბნები ადვილი შესამჩნევია.

უნდა აღინიშნოს, რომ სოკოვანი დაავადებების გამომწვევთა უმრავლესობა ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. მაგრამ არსებობს მთელი რიგი ქცევის წესები, რომელთა დაცვითაც თავიდან იქნება აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი სოკოვანი დაავადების გადაცემის საშიშროება.

ესენია
  • არასოდეს გამოიყენოთ სხვისი აბაზანის ფეხსაცმელი და პირსახოცი
  • არასოდეს გამოიყენოთ სხვისი მანიკურისა და პედიკურის იარაღები და ჰიგიენის სხვა საშუალებები.
  • თუ მიდრეკილი ხართ ჭარბოფლიანობისაკენ განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს წარმოადგენთ სპორცმენებთან, სამხდრო მოსამსახურეებთან და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად.
  • თუ უკვე ხართ დაავადებული ფეხის ტერფის სოკოთი იხმარეთ ბუნებრივი წინდა და მოხერხებული ფეხსაცმელი, რომელიც კარგად ნიავდება, რომ ფეხის ჩახურება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი
  • ხოლო თუ უკვე ხართ დაავადებული კანისა და კანის დანამატების, თმის, ფრჩხილების სოკოვანი დაავადებით, მისი მკურნალობა მიანდეთ ექიმ სპეციალისტს, რომელიც უფრო სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდება პრობლემას ვიდრე თქვენ მეგობრების, ახლობლების ან მეზობლების რჩევით.

კანისა და მისი დანამატების სოკოვანი დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია პროცესის სიმწვავეზე, ამიტომ ის შეიძლება იყოს სისტემური და კომბინირებული.არსებობს სისტემური ანუ პერორალურად , დასალევად მისაღები სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც უნდა შეირჩეს მხოლოდ ექიმი სპეციალისტის მიერ, გარკვეული რისკ-ჯგუფებისა და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და რაც მთავარია პროცესის სიმძიმიდან გამომდინარე.

მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა პერორალური საშუალება სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგოდ, ყველა შემთხვევაში საჭიროა მოხდეს დაზიანებული კანის დამუშავება და მკურნალობა ანტიმიკოზური მალამოებისა და კრემების საშუალებით, რომელიც შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიაში, ასევე კომბინირებული თერაპიული კურსის შერჩევისას.

თანამედროვე ფარმაკოლოგიის მიღწევად უნდა ჩაითვალოს კრემებსა და მალამოებთან ერთად ამ სამკურნალწამლო საშუალებების სპრეისა და სითხის სახით გამოშვება, რომელიც მოსახმარად უფრო პრაქტიკულია და ხასიათდება კანში მაღალი შეღწევადობით, ამის გამო ეს პრეპარატები რჩება მთელი რიგიკანის უბნების მიკოზების სამკურნალო პირველი რიგის პრეპარატებად.

ერთ-ერთ ასეთ პრეპარატს წარმოადგენს ნაფტიფინი (სტიბერილი), რომლის გამოშვების სხვადასხვა ფორმა - ხსნარი და სპრეი, კარგად მოქმედებს კანის ზედაპირულ მიკოზებზე როგორც მონო ისე კომბინირებული თერაპიის დროს.


სტიბერილი ხასიათდება


  • სოკოს საწინააღმდეგო ანუ ანტიმიკოზური თვისებით
  • ანთების საწინააღმდეგო და
  • ანტიბაქტერიული ეფექტით

რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან სოკოვანი დერმატოზები ხშირად მიმდინარეობს კანის ადგილობრივი ანთებითი რეაქციებით, რომელსაც თან ახლავს ბაქტერიული ინფექციაც. პრეპარატის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს სწორედ მისი სამმაგი მოქმედება: ანტიმიკოზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული. გარდა ამისა გამოყენების მოსახერხებელი სიხშირე - ერთხელ დღეში.


სტიბერილი

  • ეფექტურია კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის დროს ადგილობრივი მკურნალობისათვის
  • ღრმად აღწევს ფრჩხილქვეშა კანის შრეებში და ქმნის მდგრად კონცენტრაციას, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას
  • ავლენს ფუნგიციდურ და ფუნგისტატიურ აქტივობას სოკოვანი ინფექციის გამომწვევის მიმართ
  • სტიბერილის სპრეის გამოყენებისას სწრაფად მცირდება ტერფებისა და კანის სხვა უბნების სოკოვანი დაავადევის ადგილობრივი სიმპტომები - ერითემა ანუ სიწითლე, ქავილი, მაცერაცია
  • მოქმედებს ადგილობრივად, არ გააჩნია სისტემური მოქმედება, რაც განაპირობებს მის უსაფრთხოებას ხანგრძლივი თერაპიის დროს. გვერდითი მოვლენები მხოლოდ ადგილობრივია და იშვიათი და სწრაფად ლაგდება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ
  • აქტიურია კანის სოკოვანი დაავადებების გამომწვევი მრავალი ჯგუფის - ტრიქოფიტონების, ეპიდერმოფიტონების, მიკროსპორუმების, საფუარა, ობის და სხვა სოკოების მიმართ.
  • გამოყენებისას არ იწვევს კანის გაღიზიანებას, არ არის ფოტოტოქსიური, და არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას.

სტიბერილის სპრეი ეფექტურია ისეთი მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული სოკოვანი დაავადების მიმართ, როგორიცაა ნაირფერი პიტირიაზი, რომლის ვიზუალიზაციაც განსაკუთრებით ხდება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში.

აღსანიშნავია პრეპარატის როგორც ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენება პიოდერმიების დროსაც, როგორც დამოუკიდებლად ასევე მიკოზების დროს მეორადად კანის ანთებითი ბაქტერიული პროცესების დროს.

ამგვარად, სტიბერილის ხსნარი და სპრეი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ანტიმიკოზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალება კანისა და კანის დანამატების ინფექციების სამკურნალოდ.

შპს „კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი“-ს დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თამარ ებანოიძე.
R
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, დეზინფექცია-სტერილიზაციასთან
თმის ცვენა ყველასათვის სერრიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გაცილებით რთული სამართავია თინეიჯერობის ასაკში დაწყებული ცვენა . არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ეს პრობლემა ადრეულ ასაკში იჩენს თავს.
ქრონიკული ვენური უკმარისობა (ქვუ)- სისხძარღვოვანი სინდრომია და ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით ხასიათდება.
დღის მშვიდად ნაყოფიერად გატარების შემდეგ, სახლის გზაზე მიმავალს, როცა დედაქალაქის თითქმის ყველა სანახაობა დაათვალიერა,
ავსტრალიელმა მეცნიერებმა შექმნეს გრიპის საწინააღმდეგო, მაღალეფექტური ვაქცინა, რომელიც მალე აშშ-ში კლინკურ
Theranos-ის დამფუნძებელი ელიზაბეტ ჰოლმსი და მისი ყოფილი პირველი მოადგილე რემეშ „სანი“ ბალვანი თაღლითობისა
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად