მისივე თქმით, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას გუშინ რესტორანში მიღებული საკვების შედეგად 22-მა პაციენტმა მიმართა.
"მათ აღენიშნებოდათ, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი ცხელება, ზოგ შემთხვევაში, კერძოდ, ბავშვებში გაუწყლოვების ნიშნები, საერთო სისუსტე და ასე შემდეგ. სხვადასხვა სიმძიმის პაციენტები არიან, საბედნიეროდ არც ერთი მძიმე და კრიტიკული არ არის. ყველა მათგანი მკურნალობას ინფექციურ განყოფილებაში გადის. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ზოგ შემთხვევაში – მსუბუქი. ხუთი
მისივე თქმით, საკვების შედეგად მოწამლული პაციენტები კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.
საკვებით ინტოქსიკაციის ფაქტი ნატახტარზე, რესტორან "იმერულ ეზოში" გუშინ მოხდა.