#ერთადერთმანეთისთვის - 30 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
#ერთადერთმანეთისთვის - 30 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება
#ერთადერთმანეთისთვის - 30 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება
30 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინიში" გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
ღონისძიება კამპანიის "ერთად ერთმანეთისთვის" ფარგლებში ეწყობა და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.
პრეკონფერენციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარმომადგენლები - მაია მგელაძე, გიორგი ჩიქვანაია და მარიკა ქაჯაია.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ექიმები, პროექტში ჩართული კეთილი ნების ელჩები, მედიაპარტნიორები და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული
სკლეროზის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, "ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer" მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დღეს საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის და მისი თანმდები სირთულეების შესახებ,
უფრო მეტიც, დაავადების სახელწოდება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველიც კი არის.
პრესკონფერენციაზე ასევე დაანონსდება კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის #ერთადერთმანეთისთვის შესახებ. აქტივობა მოწოდების სახის მატარებელია, რათა საზოგადოების ჩართულობით მოხდეს დაავადების შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება და ამით გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.
პრესკონფერენციის დასასრულს, გაიმართება ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მონაწილეები არიან პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დავით ლორთქიფანიძე, ანა კოშაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ბალანჩივაძე (ზურიუსი), გოგა ჩანადირი, გია ჯაჯანიძე, ეკა ტოგონიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და სხვები. ისინი ერთვებიან პროექტში კეთილი ნების ელჩებად, რათა ერთად მოუწოდონ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარშეზღუდობის პროგრესირების შემცირების მიზნით.
ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში.
არსებობს დაავადების რამოდენიმე ფორმა:
• რეციდიულ-რემისიული ფორმა - ყველაზე ხშირია (80-85%). დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამოდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
• მეორადად პროგრესირებადი ფორმა - ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული.
• პირველადად პროგრესირებადი ფორმა - პაციენტთა 15%-ში გვხვდება, დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება.
მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.




ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიცრუეს და დიდ ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 61 ათასი
ოჯახი, რომელიც ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში პირველია, შვილის აყვანას 20 წელია ელოდება, სიაში
ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. მან ორ ახალ­გაზ­რდას­თან
თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე რეანიმაციის
მხცოვანი ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებელ პრეპარატებს გერონტოპროტექტორებს უწოდებენ.
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება