მეგან მარკლს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ზღვის პროდუქტების ჭამა და ფრჩხილის მუქი ლაქის გამოყენება აუკრძალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეგან მარკლს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ზღვის პროდუქტების ჭამა და ფრჩხილის მუქი ლაქის გამოყენება აუკრძალა

როგორც გაირკვა, სამეფო ოჯახის წევრობა არც ისე ადვილია და გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს.

1. როგორც გაირკვა, მეგან მარკლს, როგორც სასექსის ჰერცოგინიას მოუწევს, უარი თქვას თავის სამსახიობო კარიერაზე.

2. მეგანს საზოგადოებაში ღრმა დეკოლტეთი ან მოკლე კაბით გამოჩენა ეკრძალება. სამეფო ოჯახისთვის მიუღებელია კაბა, რომლის სიგრძე მუხლს ზემოთ 5 სმ-ს აღემატება. კიდევ ერთი აკრძალვა წინდებს უკავშირდება – სამეფო ოჯახის წევრებისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში საზოგადოების წინაშე წინდების გარეშე გამოჩენა აკრძალულია.

3. ასევე აკრძალულია სამეფო ოჯახში მკვეთრი და ფერადი ფრჩხილის ლაქის გამოყენება. მანიკიური მაქსიმალურად ბუნებრივი და ღია ფერის უნდა იყოს.

4. ასევე ამერიკელი მსახიობი ზღვის პროდუქტებს ვეღარ მიირთმევს. კვებითი ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანელი მონარქების მენიუში ზღვის პროდუქტები არ შედის. mkurnali.ge

5. მეგანი ვეღარ დაიწყებს და დაასრულებს სადილს მისთვის სასურველ დროსა და ხანგრძლოვობით. სამეფო ოჯახის ტრაპეზი დედოფლის სუფრიდან ადგომისთანავე მთავრდება. სამეფო ოჯახის ეტიკეტი მოითხოვს, რომ ოჯახის წევრებმა სუფრასთან იმდენივე ხანს დაჰყონ, რამდენიც დედოფალმა და საკვების მიღება მასთან ერთად დაიწყონ და დაამთავრონ.

6. სამეფო რეზიდენციაში მყოფებს დაძინება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ, რაც ელისაბედი თავის საძინებელში განმარტოვდება. დედოფალზე ადრე დაძინება სამეფო ოჯახის უპატივცემულობად ითვლება.

7. ასევე მეგან მარკლი ვერასდროს წავა საყიდლებზე მარტო, ამასაც სამეფო ოჯახის განაწესი უკრძალავს.

8. რა უცნაურიც არ უნდა იყოს და სამეფო ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ სელფის გადაღება.

9. ასევე მას აღარ შეუძლია ავტოგრაფი მისცეს თაყვანისმცემლებს.

10. მეგან მარკლი ახლა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, თუმცა არჩევნებში მოანწილეობა და ხმის მიცემა ეკრძალება.

11. ასევე აკრძალულია სამგლოვიარო ტანსაცმლის გარეშე მოგზაურობა. ასეთი უცნაური წესი მას შემდეგ შემოიღეს, რაც ბრიტანეთის დედოფალს მამა გარდაეცვალა. როდესაც გეორგ VI-ის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ელისაბედი აფრიკაში, ექსპედიციით იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მის გარდერობში სიტუაციის შესაფერისი ტანსაცმელი არ მოიპოვებოდა, ამიტომ სასახლეში შეუფერებელი სამოსით გამოჩნდა. მას შემდეგ დედოფალს სამგლოვიარო ტანსაცმელი ნებისმიერ მოგზაურობაში თან დააქვს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებისგანაც იგივეს ითხოვს.

ასევე დედოფალი ელისაბედ მეორეს მოთხოვნით, ამჟამად უკვე სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი სამეფო ეტიკეტის გაკვეთილების 6-თვიან კურსს იწყებს. დედოფალს სურს, რომ ახალმა ჰერცოგინიამ საფუძვლიანად შეისწავლოს, როგორ უნდა მოიქცეს ისე, როგორც სამეფო ოჯახის წევრს მოეთხოვება. mkurnali.ge