მეგან მარკლს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ზღვის პროდუქტების ჭამა და ფრჩხილის მუქი ლაქის გამოყენება აუკრძალა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

კითხვა-პასუხი

მეგან მარკლს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ზღვის პროდუქტების ჭამა და ფრჩხილის მუქი ლაქის გამოყენება აუკრძალა

მეგან მარკლს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ზღვის პროდუქტების ჭამა და ფრჩხილის მუქი ლაქის გამოყენება აუკრძალა
11 აკრძალვა, რომელიც დედოფალმა ელისაბედმა მეგან მარკლს დაუწესა - ამის შესახებ Lifebuzz-ი წერს. როგორც გაირკვა, სამეფო ოჯახის წევრობა არც ისე ადვილია და გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს.

1. როგორც გაირკვა, მეგან მარკლს, როგორც სასექსის ჰერცოგინიას მოუწევს, უარი თქვას თავის სამსახიობო კარიერაზე.

2. მეგანს საზოგადოებაში ღრმა დეკოლტეთი ან მოკლე კაბით გამოჩენა ეკრძალება. სამეფო ოჯახისთვის მიუღებელია კაბა, რომლის სიგრძე მუხლს ზემოთ 5 სმ-ს აღემატება. კიდევ ერთი აკრძალვა წინდებს უკავშირდება – სამეფო ოჯახის წევრებისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში საზოგადოების წინაშე წინდების გარეშე გამოჩენა
აკრძალულია.

3. ასევე აკრძალულია სამეფო ოჯახში მკვეთრი და ფერადი ფრჩხილის ლაქის გამოყენება. მანიკიური მაქსიმალურად ბუნებრივი და ღია ფერის უნდა იყოს.

4. ასევე ამერიკელი მსახიობი ზღვის პროდუქტებს ვეღარ მიირთმევს. კვებითი ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანელი მონარქების მენიუში ზღვის პროდუქტები არ შედის.
mkurnali.ge

5. მეგანი ვეღარ დაიწყებს და დაასრულებს
სადილს მისთვის სასურველ დროსა და ხანგრძლოვობით. სამეფო ოჯახის ტრაპეზი დედოფლის სუფრიდან ადგომისთანავე მთავრდება. სამეფო ოჯახის ეტიკეტი მოითხოვს, რომ ოჯახის წევრებმა სუფრასთან იმდენივე ხანს დაჰყონ, რამდენიც დედოფალმა და საკვების მიღება მასთან ერთად დაიწყონ და დაამთავრონ.

6. სამეფო რეზიდენციაში მყოფებს დაძინება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ, რაც ელისაბედი თავის საძინებელში განმარტოვდება. დედოფალზე ადრე დაძინება სამეფო ოჯახის უპატივცემულობად ითვლება.

7. ასევე მეგან მარკლი ვერასდროს წავა საყიდლებზე მარტო, ამასაც სამეფო ოჯახის განაწესი უკრძალავს.

8. რა უცნაურიც არ უნდა იყოს და სამეფო ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ სელფის გადაღება.

9. ასევე მას აღარ შეუძლია ავტოგრაფი მისცეს თაყვანისმცემლებს.

10. მეგან მარკლი ახლა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, თუმცა არჩევნებში მოანწილეობა და ხმის მიცემა ეკრძალება.

11. ასევე აკრძალულია სამგლოვიარო ტანსაცმლის გარეშე მოგზაურობა. ასეთი უცნაური წესი მას შემდეგ შემოიღეს, რაც ბრიტანეთის დედოფალს მამა გარდაეცვალა. როდესაც გეორგ VI-ის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ელისაბედი აფრიკაში, ექსპედიციით იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მის გარდერობში სიტუაციის შესაფერისი ტანსაცმელი არ მოიპოვებოდა, ამიტომ სასახლეში შეუფერებელი სამოსით გამოჩნდა. მას შემდეგ დედოფალს სამგლოვიარო ტანსაცმელი ნებისმიერ მოგზაურობაში თან დააქვს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებისგანაც იგივეს ითხოვს.

ასევე დედოფალი ელისაბედ მეორეს მოთხოვნით, ამჟამად უკვე სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი სამეფო ეტიკეტის გაკვეთილების 6-თვიან კურსს იწყებს. დედოფალს სურს, რომ ახალმა ჰერცოგინიამ საფუძვლიანად შეისწავლოს, როგორ უნდა მოიქცეს ისე, როგორც სამეფო ოჯახის წევრს მოეთხოვება.
mkurnali.ge
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 31-05-2018
გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
ეს არის დემოკრატია? მაშინ ჩვენ რატომ "გვტენიან". აი ესეც შენი თვალმაქცი ევროპა.
თარიღი : 31-05-2018
მერი
ზღვის პროდუქტების ჭამის აკრძალვა რა უბედურებაა კიდე. რა იყო სხვა რამით არ შეიძება მოიწამლო. უსაქმურბაში გადასდიტ სისულელეები უკვე.
თარიღი : 31-05-2018
nia
vai, dedasaaaaaaaaaaa, isev ase gautxovroba mirchevnia megan!!!!!!!
თარიღი : 30-05-2018
546
არა მარტო სამეფო ოჯახები,არამედ ე.წ. ელიტარული ოჯახებიც ასევე იქცევიან. ვინც სინამდვილეში მართავს მსოფლიოს,სხვა წესებით ცხოვრობენ. ამორალურობამდე მისული თავისუფლება,მდაბიო ხალხისთვისაა მოგონილი.მასონები და ილუმინატები ყველაფერ ადამიანურს ანგრევენ.ოჯახებს,რელიგიას,ქვეყნებს.სამაგიეროდ თვითონ მკაცრად იცავენ თავის წესებს.მასონები ლოჟას, ლაბორატორიას უწოდებენ, სადაც ყველა ახალი აზრი მისაღებია და ცდებს ატარებენ ‘’პროფანებზე’’ (ხალხზე). მამათმავლობის,პროსტიტუციის,უღმერთოების პროპაგანდა და ბანკები მათი ზემოქმედების ინსტრუმენტებია.ვისაც ზღაპრები ჰგონია,გაახილოს თვალი,ინტერნეტიც იძლევა ამის შესაძლებლობას.
თარიღი : 30-05-2018
MACHO
ყრდელიც აუკრძალა?
თარიღი : 29-05-2018
maia
ვიზიარებ )))))
თარიღი : 29-05-2018
ia
sacodavi,...
თარიღი : 29-05-2018
ოი რა კარგია
რა ძალი ედგა! ცხოვრობდა თავისუფლად. ხოდა ისწავლოს ახლა რაღაც რაღაცეები.
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და ის ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.
მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ
კოვიდ-19 მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელ პანდემიად ჩამოყალიბდა, რომელიც უმძიმეს კვალს ამჩნევს ეკონომიკას და
ბრიტანელი ფსიქიატრის ჰერაინ-ვივესის აზრით, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონის განსაზღვრა შესაძლებელია ყურში
ბრიტანული მედიკამენტები სიმბოლურ ფასად! 1 ლარად
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად