ამიერკავკასიაში პირველად, ხელოვნური პარკუჭის გამოყენებით, გულის იმპლანტაცია შესაძლებელი გახდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამიერკავკასიაში პირველად, ხელოვნური პარკუჭის გამოყენებით, გულის იმპლანტაცია შესაძლებელი გახდება

ვივო მედიქალ ჯგუფის წევრი კლინიკა, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, დღეს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება.

ბოლო რამოდენიმე წელია, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ცდილობს საქართველოში პაციენტებს შესთავაზოს გერმანული სტანდარტების სამედიცინო მომსახურეობა.

21 აპრილს ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ორგანიზებით და გერმანელი კოლეგების მხარდაჭერით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია: „გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ-გერმანული ურთიერთობის ფარგლებში". აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მედიცინის ამ დარგის განვითარებას და მოიაზრებს საქართველოში და კონკრეტულად, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში, პირველად ამიერკავკასიაში, ხელოვნური გულის იმპლანტაციის შესაძლებლობას (ხელოვნური პარკუჭის იმპლანტაციის გზით), რომელიც წარმოადგენს გულის გადანერგვის ალტერნატივას.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ევროპის წამყვანი კარდიოქირურგი რეინერ კორფერი, გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფრანც ჯოსეფ იუნგი.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით: „გულის უკმარისობა საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ესეთი ტიპის კონფერენციები კი ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვის საშუალებას იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

კონფერენციაზე მოხსენებით წამყვანი ევროპელი კარდიოქირურგი რეინერ კორფერი წარსდგა- „მოხარული ვარ, რომ საქართველოში, კარდიოვასკულური ქირუგიის მიმართულებით, მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ. ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი გერმანული სტანდარტების სამედიცინო კლინიკაა, სადაც მედიცინის ყველა მნიშვნელოვანი სიახლეა ასახული.“

გერმანელმა პოლიტიკოსმა ფრანც ჯოსეფ იუნგმა ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრს სხვადასხვა პროექტებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მედიცინის სფეროს აქტუალურ საკითხებსა და საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში უახლესი სტანდარტების საოპერაციო და რეანიმაციული ბლოკი გაიხსნა. გახსნას მოწვეული გერმანელი სტუმრებიც დაესწრნენ.

გერმანელი კარდიოქირურგი რაინერ კორფერი- „ცვლილებები ძალიან შთამბეჭდავია. გარდა აღჭურვილობისა, ექიმები და მომსახურე პერსონალიც მაღალ დონეზეა მომზადებული. ვფიქრობ, საქართველოში გულით დაავადებულ პაციენტებს აქვთ უმაღლესი კლასის სამედიცინო ცენტრი.“

გემრანელი პოლიტიკოსი ფრანც ჯოსეფ იუნგი- „აღტაცებული ვარ განახლებული ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრით. დღესდღეისობით ის გულის დაავადების მიმართულებით ნომერ პირველი ცენტრია საქართველოში“.

mkurnali.geზაზა კაციტაძე- ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი-„ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, გერმანელ ექიმებთან ერთად, იწყებს გულის გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტების ქირურგიული დახმარების პროგრამას.

ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ინიციატივით ჩატარებული კონფერენციის მიზანი, საქართველოში ტერმინალური გულის უკმარისობის ქირურგიული მკურნალობის განსხვავებული მეთოდის დამკვიდრებაა. ის ითვალისწინებს დამხმარე მოწყობილობის იმპლანტაციას. ეს მეთოდი დიდი ხანია გამოიყენება და ბევრ კლინიკაში უკვე მთლიანად გადავიდნენ დამხმარე მოწყობილობების ჩანერგვაზე. მოწყობილობები მაღალი ხარისხისაა, უსაფრთხოა და დიდ ხანს მუშაობს. მისი საშუალებით გულის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტები სრულფასოვნად ცოცხლობენ გულის გადანერგვამდე, ბევრისთვის კი საბოლოო დანიშნულების მკურნლობაა.

გულის დონორების შემცირების გამო, პაციენტებს წლების განმავლობაში რიგში დგომა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვალა აღარ მოუწევთ.

ნ. ბოხუას სახელობის კრდიოვასკულური ცენტრის ერთერთი ამოსავალი წერტილი პაციენტის უსაფრთოხებაა. გერმანულ მხარესთან ურთიერთობითა და თანამშორმლობით მოხერხდა თანამედროვე განყოფილების გახსნა, სადაც დაცულია კლინიკისთვის დაწესებული ყველა საერთაშორისო პარამეტრი.“

გულის უკმარისობა და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი საქართველოში სიკვდილის გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზებად სახელდება. არსებული გამოწვევის დასაძლევად ნ. ბოხუას კარდიოვასკულური ცენტრი გულის უკმარისობის ქირურგიულ მკურნალობას იწყებს- ამიერკავკასიაში პირველად, ხელოვნური პარკუჭის გამოყენებით, გულის იმპლანტაცია შესაძლებელი გახდება.