B6 ვიტამინის საშუალებით სიზმრები უფრო მკაფიო და დასამახსოვრებელი ხდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

B6 ვიტამინის საშუალებით სიზმრები უფრო მკაფიო და დასამახსოვრებელი ხდება

B6 ვიტამინის საშუალებით სიზმრები უფრო მკაფიო და დასამახსოვრებელი ხდება
ადელაიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ავსტრალიის სხვადასხვა რეგიონის 100 მცხოვრების მონაწილეობით, ექსპერიმენტი ჩაატარეს. 5 დღის განმავლობაში ძილის წინ ისინი იღებდნენ 240 მგ B6 ვიტამინს ან პლაცებოს. ამასთან, არც მეცნიერებმა და არც მოხალისეებმა იცოდნენ, რომელი რას ღებულობდა. შედეგად მონაწილეები, რომლებიც მათი თქმით, ჩვეულებრივ ვერ იმახსოვრებდნენ სიზმრებს, დანამატის მიღების შემდეგ, ექსპერიმენტის დასასრულ აღნიშნავდნენ სტუაციის რადიკალურ ცვლილებას. სიზმრები თანდათანობით უფრო მკაფიო, ადვილად დასამახსოვრებელი და რეალური ხდებოდა. ვიტამინი სიზმარს სიმკვეთრეს, ნამდვილობას ან უცნაურობას არ სძენდა, არც ძილის სხვა ასპექტებზე ახდენდა გავლენას.

ადამიანი საშუალოდ სიცოცხლეში 6 წელს
ძილში ატარებს. თუ შესაძლებელი იქნება ძილის შემეცნებაზე გავლენის მოხდენა, მაშინ ძილში გატარებული დროის უფრო ნაყოფიერად გამოყენებაც არ იქნება რთული. გააზრებული და გაცნობიერებული სიზმარი შეიძლება დაეხმაროს ადამიანს ღამის კოშმარების დაძლევაში, ფობიების მკურნალობაში, პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტაში და ფიზიკური ტრავმის შემდგომ აღდგენაშიც კი. ამისათვის პირველ რიგში, საჭიროა მათი
რეგულარულად გახსენება, რისი მიღწევაც B6 ვიტამინით არის შესაძლებელი.

სიზმრის დამახსოვრებისთვის B6 ვიტამინის მოქმედების ბიოლოგიური მექანიზმი ჯერჯერობით გარკვეული არაა. B6 ვიტამინით მდიდარია პარკოსნები, ბანანი, ავოკადო, ისპანახი, კარტოფილი, რძე, თევზი.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
D ვიტამინი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ტანდეგობისა და აქტიური მხცოვანობისთვის, იმდენად რამდენადაც
16-04-2019
C ვიტამინს, იგივე ასკორბინის მჟავას, ორგანიზმზე რთული და მეტად მრავალფეროვანი გავლენა აქვს. ის მონაწილეობს
04-04-2019
კვინსლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტთა განცხადებით, D ვიტამინის დეფიციტით დაბადებულ ახალშობილებს
25-12-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის
„მკურნალის“ თვის ექიმი ამჯერად „ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი“ გაგა ყულიაშვილია, რომელიც ყურის მწვავე ანთებაზე გვესაუბრება:
როგორც არიზონას უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, პლასტიკის მიკრონაწილაკების
მთელი სამედიცინო საზოგადოება დაამწუხრა ცნობილი ექიმის,
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად