სამედიცინო რეგულირების სააგენტოს საქმიანობა ფასდება არაეფექტურად, ხშირ შემთხვევაში ხელის დაფარებასაც აქვს ადგილი - სახალხო დამცველი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს საქმიანობა ფასდება არაეფექტურად, ხშირ შემთხვევაში ხელის დაფარებასაც აქვს ადგილი - სახალხო დამცველი

ადგილი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ლომჯარია იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს შესაბამისი სტრუქტურები გაიზიარებენ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.

„ბევრი რეკომენდაცია არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით, ბევრი განცხადება შემოდის ჯანდაცვის ხარისხთან დაკავშირებნით, რომ პაციენტებს არასათანადო მომსახურება გაეწიათ და ა.შ. სამწუხაროდ, ხშირად ჯანდაცვის სამინისტროს საჩივრების განხილვის მექანიზმი არ არის ეფექტური, დიდხანს ჭიანურდება განხილვები. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს საქმიანობა ფასდება არაეფექტურად, ხშირ შემთხვევაში ხელის დაფარებასაც აქვს ადგილი და ამ თვალსაზერისით არაეფექტურა რეაგირება“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით კრიტიკულად აფასებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც. ომბუდსმენის განცხადებით, ხშირად მსგავს დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

„კრიტიკულია შეფასება, როდესაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებს ვეხებით. შემიძლია ვთქვა, რომ მთელ რიგ დაწესებულებებში პაციენტების მდგომარეობა არასათანადო მოპყრობას უტოლდება. საქართველოს სახალხო დამცველი დიდი ხანია საუბრობს ამ თემაზე, თუმცა, ეს საკითხი მწვავედ არასდროს წამოჭრილა. სერიოზული პრობლემებია ფსიქიატრიული ჯანდაცვის თვალსაზრისით და ეს არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.