სიახლეები

დაბერებადი უჯრედების მოცილება სიცოცხლეს ახანგრძლივებს

დაბერებადი უჯრედების მოცილება სიცოცხლეს ახანგრძლივებს
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ვირთაგვების ორი ხაზი, რომელთანაც შეიძლება დაბერებადი უჯრედების განადგურება. ამ ტიპის თერაპიით შესაძლებელი გახდა ექსპერიმენტულ ცხოველთა ორგანიზმში სიბერესთან შეჭიდული პათოლოგიების გადავადება და რაც მთავარია, ვირთაგვების გაჯანსაღება.

როგორც მკვლევარები აცხადებენ, ვირთაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა 17-35 %-ით გაიზარდა. დაბერებადი უჯრედების განადგურება ცხოველებთან პრეპარატ AP20187 –ის მიღებით ხდებოდა. +AP - 22 თვის ვირთაგვებია, რომლებსაც პრეპარატს 12-დან 18 თვის ასაკში აძლევდნენ, -AP-ცხოველებიც იგივე ასაკისაა, ისინი პრეპარატს არ იღებდნენ. სურათიდანაც კი ნათლად ჩანს, როგორ ახალგაზრდულად გამოიყურებიან +AP ცხოველები. თურმე, მათ ორგანიზმში დაბერებადი უჯრედების განადგურება
ხელს უშლიდა კატარაქტის ფორმირებას, აუმჯობესებდა თირკმელებისა და გულის ფუნქციობას (იმავე ასაკის ცხოველებთან შედარებით). 

პრეპარატით დატვირთულ ცხოველთა თირკმელებში შეინიშნებოდა სკლეროზული ცვლილებების შემცირება, გულის მარცხენა პარკუჭი კი მოცულობით იგივე რჩებოდა, მაშინ, როცა დაბერებად ვირთაგვებს, ჩვეულებრივ, გულის მარცხენა პარკუჭი მოცულობაში უმცირდებათ. 

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ დაბერებადი უჯრედების
მოცილებით სიცოცხლე უხანგრძლივდებოდათ იმ ცხოველებსაც კი, რომლებიც სიმსივნური პათოლოგიით იყვნენ დაავადებულნი. მეცნიერები ამ ახალი ტექნოლოგიის გამოცდას უახლოეს პერიოდში ადამიანებთანაც გეგმავენ.

თინათინ გოცაძე

მსგავსი სიახლეები
საკუთარი ღეროვანი უჯრედებიდან გაზრდილი (შექმნილი) ორგანოების გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) რეგენერაციული
24-07-2019
კვერცხუჯრედები საკვერცხეების ფოლიკულებში წარმოიქმნება და ფორმირების პროცესს გოგონებთან
15-05-2019
ცინცინათის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებისაგან ნამდვილი საყლაპავი მილი გაზარდეს.
15-05-2019