დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე - შოკისმომგვრელი ფაქტია- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე - შოკისმომგვრელი ფაქტია- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს

დავით სერგეენკომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოზარდები მათ თანატოლ ბიჭზე ზეწოლას ახდენენ და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. სერგეენკოს განცხადებით, მსხვერპლის ვინაობის დადგენა მოხდა და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს.

"ამ ბავშვის იდენტიფიკაცია მოხდა. უკვე ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური, შსს და ამ მხრივ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მე ვიტყოდი, ძალიან შოკისმომგვრელი ფაქტია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს", - განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, ამ საკითხზე სამინისტროს რეაგირება დაგვიანებული ხომ არ იყო,სერგეენკო პასუხობს, რომ სამინისტრომ რეაგირება ამ საკითხე, ვიდეომასალის გამოქვეყნებიდან დროულად მოახდინა.

"ჩვენი სამსახური ინტენსიურად მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში,თუმცა ყველა ასეთი შემთხვევის პრევენცია თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს თვალთვალის ინსტრუმენტები, რომ ვუთვალთვალოთ ყველა ბავშვს, თუ როგორ იქცევა. როდესაც გვაქვს ამის სიგნალი, ამის შესახებ რეაგირება არის მყისიერი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.