16 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

16 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება

16 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
16 წლის გოგონას, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იგოროყვას სახელობის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადა. მათივე ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროსთვის, მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

„გოგონას მესამე უარყოფითი ჯგუფის სისხლის აქვს, თუმცა დამატებით აღვნიშნავ იმას, რომ ვინაიდან პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლი არის უნივერსალური, თუ ექნება პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლი, შეგვიძლია ესეც გამოვიყენოთ. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიამეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. რა აქვს დაზიანებული დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ მშობლები
ამაზე საუბრის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. გოგონა თემქის მეხუთე საავადმყოფოდან გუშინ გადმოიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში. მშობლები მესამე უარყოფითი ჯგუფის სისხლს ითხოვენ, ვინაიდან თუ დასჭირდა ოპერაცია, დასჭირდება ამ კატეგორიის სისხლი. ამიტომ მშობლებს დაუკავშირდით“, - განაცხადა კლინიკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გოგონა გუშინ გადმოვარდა. გოგონა მიღებული
ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 22-04-2018
ბესო
571 15 35 13 მე მაქვს ეს ჯგუფი დამიკავშირდით.
მსგავსი სიახლეები
ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადმოვარდა.
17-03-2019
გო­გო­ნა, რო­მე­ლიც რუს­თავ­ში, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და, 13 წლის
14-03-2019
აი ეს შემზარავი ფოტო - 4 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა და საქმე აღძრულია მშობლის
23-01-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის
„მკურნალის“ თვის ექიმი ამჯერად „ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი“ გაგა ყულიაშვილია, რომელიც ყურის მწვავე ანთებაზე გვესაუბრება:
როგორც არიზონას უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, პლასტიკის მიკრონაწილაკების
მთელი სამედიცინო საზოგადოება დაამწუხრა ცნობილი ექიმის,
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად