მთელმა ერმა უნდა დაგმოს ძალადობა! რატომ ვერ მოხერხდა მკვლელობის პრევენცია?! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მთელმა ერმა უნდა დაგმოს ძალადობა! რატომ ვერ მოხერხდა მკვლელობის პრევენცია?!

შემთხვევის დეტალებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ - ამ შემთხვევაზე ყველა საინფორმაციო საშუალება წერდა. გეტყვით მხოლოდ ერთს, ეს მკვლელობაში ეჭვმიტანილია - ვეფხვია ბაქრაძე. მთელმა ერმა უნდა დაგმოს ძალადობა!!!.

მთელი ერი უნდა აღუდგეს წინ ძალადობას, მეგობრებო, არცერთ შემთხვევაზე არ დავხუჭოთ თვალი. ამის გაგრძელება არ შეიძლება. ადამიანის სახეს ვკარგავთ. ძალიან გახშირდა ძალადობის შემთხვევები. თუ გავჩუმდებით, ყველას სახლში შეიძლება მოვიდეს ეს საშინელება.

არავის აქვს უფლება, რომ სხვისი სიცოცხლე ხელყოს! რატომ მოდის მამაკაცების გონებაში ასეთი საქციელის შესაძლებლობა? იქნებ იმიტომ, რომ კანონი არასათანადოდ მუშაობს? ნუთუ ვერ უნდა ავლაგმოთ ერთხელ და სამუდამოდ ასეთი საქციელები? კიდევ რამდენი მსხვერპლია საჭირო? ნუთუ არ არის საკმარისი? რატომ არ რეაგირებენ სამართალდამცველები სათანადოდ, როცა მას ძალადობის შემთხვევების გამო მიმართავენ ძალადობის მსხვერპლნი? სიკვდილია საჭირო, რომ მერე მკვლელები დაიჭირონ? ეს არის სამართლის მოქმედება?

საზოგადოების სახელით მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ყველა სახელმწიფო ორგანოსგან, რომ საგანგებოდ შეისწავლონ ეს შემთხვევა და სხვა მსგავსი შემთხვევები, რომლებიც ფაქტობრივად სამართლადამცავების უგულისყურობის შედეგად მოხდა. განრიდების ფურცელი შეაკავებს მკვლელს? თუ მეტად ვერ აფასებთ რეალობას, რაღა აზრი აქვს თქვენს საქმიანობას? ეს არის მკვლელობის პრევენცია? ქალი მოვიდა განყოფილებაში და გეუბნებათ, რომ მოკვლით ემუქრება ადამიანი და თქვენ მხოლოდ ფურცელი გაატანეთ? გაგვეცით პასუხი, ვის კისერზეა ამ ადამიანის მკვლელობა!

mkurnali.ge