უჯრედული ინჟინერია გზას იკვალავს ძვლის ტვინისკენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

უჯრედული ინჟინერია გზას იკვალავს ძვლის ტვინისკენ

უჯრედული ინჟინერია გზას იკვალავს ძვლის ტვინისკენ

შემუშავებები ძვლის ტრანსპლატაციის მიმართულებით, რომლებიც შესრულდა სხვადასხვა მიზეზებით და მოიცავს სისხლის ონკოლოგიურ დაავადებათა და გენეტიკურ დაავადებათა მკურნალობას,

გვაძლევენ სრული შეთავსების გარეშე მკურნალობის საშუალებას.  ამ თვალსაზრისით, უჯრედულ ინჟინერთა მიერ ჩატარებული კვლევები ასევე მნიშვნელოვანია.

 

1930-იან წლებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სახელით დაწყებული პროცედურა იქცა ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციად. მიუხედავად იმისა, რომ დონორსა და მიმღებს შორის სრულყოფილი თავსებადობა წარმოადგენს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის (რომელიც  სასაუბრო ენაში ჯერ კიდევ იწოდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციად) ძირითად პირობას, პროფესორმა ერქუმენ ოვალიმ, ჰემოტოლოგმა Acıbadem Altunizade-ს საავადმყოფოში და Acıbadem Labcell Stem Cell Laboratory-ის და

Cord Blood Bank-ის დირექტორმა, გამოაცხადა სასიხარულო ცნობა იმის შესახებ, რომ ასევე შესაძლებელია  წარმატებული ტრანსპლანტაციის ჩატარება ნახევრად შეთავსებადობით. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ეფუძნება ღეროვანი უჯრედების ამოღებას ადამიანის ორგანიზმიდან
და მის გადატანას უკან იმავე ადამიანის ორგანიზმში (აუტოგენური) ან სხვა პაციენტის (ალოგენური) ორგანიზმში, რათა მოხდეს მათი მიმართვა ძვლის ტვინზე და სისხლის უჯრედების წარმოება.

ეს მეთოდი გამოიყენება იმ პაციენტთა სამკურნალოდ, რომლებსაც განუვითარდათ კიბო ლიმფურ კვანძებში, სისხლში და ზოგიერთ მყარ ორგანოში, ასევე ძვლის ტვინის უკმარისობის და გარკვეული გენეტიკური დაავადებების მკურნალობისას.

ახალი ძიებანი ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობაში

აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა შერჩეულ იქნა მაღალი დოზების გამოყენების შესაძლებლობისთვის ქიმიოთერაპიის პროცედურებში. ეს უკავშირდება იმას, რომ სიმსივნე ასევე წარმოადგენს ადამიანის საკუთარ ქსოვილს და სიმსივნესთან საბრძოლველად გამოყენებულ ყველა ტიპის ქიმიოთერაპიას შეუძლია ზიანი მიაყენოს პაციენტსაც. ქიმიოთერაპია ყველაზე მეტად მოქმედებს ძვლის ტვინზე. ამრიგად, სიმსივნის აღმოსაფხვრელად აუცილებელი მაღალი დოზის გამოყენების ერთადერთი საშუალებაა ქიმიოთერაპიის წინ "სარეზერვო სახით" ძვლის ტვინის შეგროვება და შემდეგ ქიმიოთერაპიის საჭირო დოზით გამოყენება. ამას მოჰყვება შეგროვებული ნაწილის პაციენტისთვის უკან გადაცემა, დაზიანებული ძვლის ტვინის ჩასანაცვლებლად. ავტოლოგიური გადანერგვა, რომელიც, თავიდან  ძალიან ეფექტურ მეთოდად ითვლებოდა, ახანგრძლივებს ზოგიერთი პაციენტის სიცოცხლეს,  ხოლო სხვებს უნარჩუნებს  სიცოცხლეს, მაგრამ  არ გამოიყენება ხშირად, რადგან არ არის საკმარისი სრული გამოჯანრმთელების უზრუნველსაყოფად.

უჯრედები ებრძვიან უჯრედებს აუტოლოგიური ტრანსპლანტაციისას

სხვადასხვა მეთოდებისადმი მიმართვამ აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის დროს წარმოქმნილი პრობლემების გამო,  განავითარა ალოგენური ტრანსპლანტაცია. პროფესორი ოვალი ამტკიცებს, რომ არსებობს კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი და განაგრძობს: "ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ქსოვილის თავსებადობით, ხდება მაშინ, როდესაც ღეროვან უჯრედებს იღებენ სხვა პირისგან და პაციენტის სხეული არ უარყოფს მას; ამ ტიპის ტრანსპლანტაციის დროს გადანერგილ უჯრედებს შეუძლიათ სიმსივნური უჯრედების ამოცნობა და განადგურება. ეს შეიძლება აღვწეროთ როგორც ბრძოლა უჯრედებს შორის. თუმცა, ალოგენური ღეროვანი უჯრედების გადანერგვით შემოთავაზებულმა  შესაძლებლობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. "

გადანერგილი ძვლის ტვინის უჯრედები მიმღებ სხეულში ყველა უჯრედს და არა მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს, აღიქვამენ უცხო უჯრედებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი თავს ესხმიან როგორც ნორმალურ უჯრედებს, ასევე სიმსივნურ უჯრედებს.

შესაძლებელია თირკმელების, ღვიძლისა და კანის დაზიანება, თუ სიმსივნური უჯრედები მცირედით მაინც გამოეპარებათ. პროფესორი ოვალი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სიმსივნის აღმოსაფხვრელად გამოყენება შესაძლოა სასიკვდილო შედეგებით დასრულდეს, თუ ამას კონტროლის ქვეშ არ მოვაქცევთ  და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებული რისკი მოითხოვს ახალი მეთოდების გამოყენებას.

ნახევრად შეთავსებადი ტრანსპლანტაცია ასევე არის შესაძლებელი

სხვა გადაწყვეტილებების ძიება უფრო ინტენსიური გახდა სხვა პრობლემების დამატებით, როგორიცაა გადანერგილი უჯრედების მდგრადობის შენარჩუნების პრობლემა და მათ დასაცავად სხვა უჯრედების ნაკლებობა. მეცნიერების პროგრესთან ერთად გამოვლინდა, რომ იმუნურ სისტემაში T-უჯრედებს საკუთარი ჯგუფები გააჩნიათ. ზოგიერთი ჯგუფი ებრძვის სიმსივნეებს და მიკროორგანიზმებს, ხოლო სხვები ებრძვიან თვით სხეულს. აცხადებს რა, რომ  უჯრედული ინჟინერია იძლევა იმ ჯგუფების შენარჩუნების საშუალებას, რომლებიც კლავენ სიმსივნურ უჯრედებს და მიკროორგანიზმებს და იმ ჯგუფების ლიკვიდირების შესაძლებლობას, რომლებიც ებრძვიან ნორმალურ უჯრედებს და ამით გამორიცხავს სრული თავსებადობის საჭიროებას და საშუალებას იძლევა ჩატარდეს ნახევრად შეთავსებადი ტრანსპლანტაცია, პროფესორი ოვალი ამბობს, "ნახევრად შეთავსებადი გადანერგვის საშუალებით, სრულად შეთავსებადი ქსოვილების მოძიება აღარ იქნება პრობლემური. საკმარისი იქნება უჯრედების აღება დედისგან, მამისგან, ძმისგან, დებისგან ან შვილებისგან ".

წარმატებული ტრანსპლანტაციის შედეგების მიღების ფონზე გამოვლენილია ნაკლოვანებები ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევები კვლავაც გაგრძელდება. პროფესორი ოვალი ამტკიცებს, რომ  გუნდთან ერთად ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს - T-უჯრედები შედგება სხვადასხვა მიზნების მქონე ჯგუფებისაგან და ნახევრად შეთავსებადი ტრანსპლანტაციები ტარდება  უჯრედთა „ნაზავით“, რომლებსაც უცვლელად ინარჩუნებენ ან ცვლიან ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შესამცირებლად; უჯრედების ეს “ნაზავი“ შეიცავს მეხსიერების T-უჯრედებს, რომლებმაც "ისწავლეს", კერძოდ რომელ უჯრედებს დაესხან თავს.  "ჩვენ ვამზადებთ ახალ „ნაზავს“, რომელიც ხელოვნური კომბინაციაა. თუკი მიუხედავად ამისა მოხდება თავდასხმა ნორმალურ უჯრედებზე ან განვითარდება ინფექცია, არსებობს სპეციალური ღეროვანი უჯრედები, რომლებიც შეაჩერებენ თავდასხმას. ჩვენ ვიყენებთ ღეროვან უჯრედებს, რომლებიც ხელს უშლის უარყოფას ან ვიყენებთ T-ლიმფოციტებს, რომლებიც საგანგებოდ არიან მომზადებული კონკრეტული ინფექციის თავიდან ასაცილებლად, მოკლედ რომ ვთქვათ, უჯრედებით მანიპულაციები  ამჟამად დაყოფილია ორ ძირითად ნაწილად. მარტივად რომ ვთქვათ, პირველი ნაწილი ეფუძნება იმ უჯრედების ელიმინაციას, რომლებიც იწვევენ გვერდით რეაქციებს და სასარგებლო უჯრედების იმპლანტაციას, ხოლო მეორე ნაწილი ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრობლემა, მიუხედავად პრეპარატებისა და ეფუძნება იმ უჯრედების გადანერგვას, რომლებიც კონკრეტულად შეებრძოლებიან პრობლემას. "

რა არის მომავალი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები?

პროფესორი ოვალი აცხადებს, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ცენტრი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ეს პროცედურები და რომ მათი ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია, „Acıbadem Labcell“, მუშაობს ჰაპლოიდენტურ (ნახევრად შესაბამისი) ტრანსპლანტაციაზე. ასევე აცხადებს, რომ მათი მიზანია,  გზა გაუკვლიოს ტრანსპლანტაციას, რომელიც არ საჭიროებს ქსოვილთა თავსებადობას. პროფესორი ოვალლი ამბობს: "პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, საჭიროა შევაგროვოთ მონაცემთა რიგი და რაოდენობა, რომლებიც საკმარისად ვრცელი იქნება იმისათვის, რომ აჩვენოს თურქეთს და დანარჩენ მსოფლიოს, რომ ნახევრად შეთავსებადი ტრანსპლანტაციები ისევე წარმატებულია, როგორც სრულად შეთავსებადი ტრანსპლანტაციები. ამ პროცედურასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯების გამო, ჩვენ ასევე ვცდილობთ  შევთავაზოთ იგი ყველას ჩვენს ქვეყანაში, ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში. "

ნახევრად შეთავსებადი ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად ლოდინი საჭირო აღარ არის

როდესაც ვერ ხერხდება  სრულად თავსებადი ქსოვილის მოძებნა ტრანსპლანტაციისთვის, ლოდინის პერიოდი სრულად თავსებადი ძვლის ტვინის შესაძენად ძვლის ტვინის დონორებისგან მსოფლიო მასშტაბით შეადგენს მაქსიმუმ ექვს თვეს. ამ პერიოდში შესაძლებელი იყო პაციენტი გარდაცვლილიყო. თურქეთის ღეროვანი უჯრედების საკოორდინაციო ცენტრის (TÜRKÖK) დაფუძნების შედეგად ეს პერიოდი ორ თვემდე შემცირდა. აღნიშნავს რა, რომ თუნდაც ორთვიანი პერიოდი კრიტიკულად სარისკოა პაციენტებისათვის, პროფესორი ერქუმენ ოვალი ამბობს: "არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ნაპოვნი იქნება შესაფერისი ძვლის ტვინი. ნახევრად შეთავსებადი ტრანსპლანტაციის შედეგების დადასტურება თავიდან აგვაცილებს დონორების ცენტრების საჭიროებას და გვთავაზობს უფრო ეფექტურ მეთოდს ნაკლები გვერდით მოვლენებით".

Life 2017 69

აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში,

თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N 58; ტელ.: 2-15-85-00

(R)

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის
„მკურნალის“ თვის ექიმი ამჯერად „ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი“ გაგა ყულიაშვილია, რომელიც ყურის მწვავე ანთებაზე გვესაუბრება:
როგორც არიზონას უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, პლასტიკის მიკრონაწილაკების
მთელი სამედიცინო საზოგადოება დაამწუხრა ცნობილი ექიმის,
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად