მამაკაცი, რომელიც დენის ანძიდან გადმოხტა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მამაკაცი, რომელიც დენის ანძიდან გადმოხტა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მამაკაცი, რომელიც დენის ანძიდან გადმოხტა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს
მამაკაცი, რომელიც სანაპიროზე ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდით იმუქრებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ცნობილია, მას რაიმე სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოითხოვდა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროგადამცემი ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც გაშალეს სპეციალური ბალიში, რათა მამაკაცის გადმოვარდნის შემთხვევაში უბედური შემთხვევის პრევენცია მომხდარიყო. მოლაპარაკებების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ სპეციალურ ბალიშზე გადმოხტა, რის გამოც მან
დაზიანებები არ მიიღო და მოათავსეს სასწრაფო დახმარების მანქანაში.

მიუხედავად მისი სურვილისა, მამაკაცმა მედიასთან გასაუბრება ვერ მოახერხა, რადგან სამართალდამცველებმა და ექიმებმა ამის საშუალება არ მისცეს და მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია კონკრეტული მიზეზი, თუ რაზე სურდა საუბარი მას ჟურნალისტებთან. ერთადეთი, რისი თქმაც მამაკაცმა
მოახერხა, არის ის, რომ "იგი ქვეყანაში არსებულ სისტემას ებრძვის". მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა.


მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
რომელ ასაკში რა კვლევებია საჭირო მამაკაცებისათვის?
21-07-2019
ცნობილია, რომ ადამიანის ცხოვრებაში დგება გარდატეხის მომენტები,
05-12-2018
50 წლის ასაკში მამაკაცს, იშვიათი გამონაკლისის გარდა,
05-11-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
მსოფლიოში ერთერთი დიდი ზომის ობობას შხამის მოლეკულები შეიძლება გახდეს
ახალი მოდელის დემონსტრირება-წარდგინება ტოკიოში გამოფენაზე მოხდა და იაპონიაში რუბიკის კუბიკის გამოჩენის
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი საშუალება, რომელიც იქნება ორალური კონტრაცეპტივი მამაკაცებისათვის.
ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის
„მკურნალის“ თვის ექიმი ამჯერად „ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი“ გაგა ყულიაშვილია, რომელიც ყურის მწვავე ანთებაზე გვესაუბრება:
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად