თამარ მამაცაშვილი: რით ვეღარ განვავითარეთ მედიცინა იმ დონემდე, რომ ჩვენი პაციენტები ყველა წვრილმანზე თურქეთში არ გარბოდნენ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ მამაცაშვილი: რით ვეღარ განვავითარეთ მედიცინა იმ დონემდე, რომ ჩვენი პაციენტები ყველა წვრილმანზე თურქეთში არ გარბოდნენ?

ქართულ მედიცინასა და ქართველ ექიმებზე ქილიკი, დაცინვა, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფაც კი. ამ თემას ეძღვნება ტელეგადაცემები, სოციალურ ქსელშიც აქტუალურია მსგავსი პოსტები. ალბათ აჯობებს, კარგად დავფიქრდეთ, რას ემსახურება ეს ყველაფერი? რა მოხდება, თუკი ყველა პაციენტს დაეკარგება ნდობა ქართველი ექიმებისადმი? ამით ხომ იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ?

ძალიან დასანანი და გულდასაწყვეტია ის სამედიცინო შეცდომები, რაც მართლაც ხდება, მაგრამ ნუთუ კარგი არ ხდება ჩვენში? ნუთუ გასაოცარი არ არის არაერთი ქართველი ექიმის მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაციები, თავგანწირვა და თავდადება პაციენტებისათვის?

აგერ, გუშინ, ნეიროქირურგმა გიორგი გეგიამ 5 წლის ბავშვს შორსწასული ჰიდროცეფალიის უნიკალური ოპერაცია გაუკეთა.

ქართული უროლოგიის და ონკოლოგიური უროლოგიის ისტორიაში პირველად ქართველი ონკოქირურგის, უროლოგის, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ განხორციელებული ურთულესი ქირურგიული ჩარევის ვიდეოფილმი 2018 წლის მაისში წარსდგება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უროლოგიურ ფორუმზე - ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე.

ცოტა ხნის წინ ავერსის კლინიკაში ქართველი ექიმების ერთობლივმა გმირობამ და პროფესიონალიზმმა სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა მშობიარე ქალი და ბავშვიც ჯანმრთელი და საღსალამათია.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდა ქირურგის, ილია გოცაძის მიერ ჩატარებული უნიკალური მსოფლიო დონის ოპერაციები, საერთაშორისო სამედიცინო წრეების ინტერესს იწვევს.

რამდენი ასეთი შემთხვევა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვერ მოთვლით, რომელი ერთის შესახებ გითხრათ.

და მაინც რა გვჭირს, რით ვეღარ განვავითარეთ მედიცინა იმ დონემდე, რომ ჩვენი პაციენტები ყველა წვრილმანზე თურქეთში არ გარბოდნენ? თურქეთის მედიცინამ იმ დონეს, რაც ახლა აქვს სულ 15 წლის განმავლობაში მიაღწია და ამის მიღწევა შეძლო სწორი სახელმწიფო პოლიტიკით. თურქეთის სამედიცინო უნივერსიტეტებიდან შეირჩა წარმატებულ სტუდენტთა დიდი ჯგუფები და გაიგზავნა სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნა მათ მიმართ იყო ასეთი - აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. აი, ამ ნაბიჯით დაიწყო თურქეთში მედიცინის წინსვლა. მიდიან ქართველი სტუდენტებიც, მიდიან, მაგრამ წარმატებულები უკან აღარ ბრუნდებიან, რადგან აქ არ ეგულებათ სამუშაო პირობები. აი, მეორე პრობლემა.

როცა ჯანდაცვის მსოფლიო დონეზე განვითარება იქნება ჩვენი მიზანი და ამ მიზნის მისღწევად მთელი სახელმწიფო დაირაზმება, აი მაშინ გახდება ქართული მედიცინა სასურველი არა მხოლოდ ქართველი პაციენტებისათვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისათვის და იმ მეზობლებისთვისაც, სადაც დღეს ჩვენი დაუცველი პაციენტები ყველა წვრილმანზე გარბიან. ქართველ ექიმებს აქვთ საამისოდ ინტელექტუალური და პროფესიონალური რესურსები. მედიცინის სკოლა, ქართველი ახალგაზრდების სამდეიცინო განათლება სახელმწიფოებრივი ინტერესის საგანი უნდა გახდეს და ეს ისევ სახლემწიფოს და მის ბიუჯეტს მოუტანს ძალიან დიდ შემოსავალს.

ასე რომ, ექიმების ლანძღვა არ არის გამოსავალი, არც ცალკეული კლინიკების იმიჯის შელახვა. გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ ერთად ყველამ, მეგობრებო. ქართულ მედიცინას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივები და სწორი განვითარების შემთხვევაში, ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით.