სიახლეები

რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა ტრანსცხიმების მაღალი ოდენობა

რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა ტრანსცხიმების მაღალი ოდენობა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტრანსცხიმების შემცველობაზე ბაზრიდან კვლევისთვის 136 ნიმუში აიღო, საიდანაც 10 ნიმუშში ტრანსცხიმების მაღალი ოდენობა დაფიქსირდა.

რეგულაციის მიხედვით, სურსათში ტრანსცხიმების შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ეს პროპორცია დარღვეული იყო შემდეგ მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებში:

შპს "ათინათი"- აწარმოებს მცერანერულ ცხიმზე დამზადებულ რძის ნაწარმს ( დარღვევა მის მიერ წარმოებულ სამი სახეობის პროდუქტში აღმოჩნდა), ტრანსცხიმის გადაჭარბებული რაოდენობა იყო "კონდიტერის" ორცხობილა "ხრაშუნასა" და ნამცხვარ "ბანანში, ნაყინ "აისბერგში", საკონდიტრო "ვესტ ჯორჯიან ბეიქერის" ნამცხვარ "ბომბორაში", საკონდიტრო "ნარცისის" ორცხობილაში და რუსული
წარმოების "იაშკინოს" ვაფლში.

სესში ამბობენ, რომ ეს პროდუქცია ბაზრიდან უკვე ამოიღეს, ახალ პარტიებში კი ტრანსცხიმების შემცველობის სტანდარტები დაცულია.

ტრანსცხიმების შემცველობაზე პროდუქტების შემოწმება სურსათის სააგენტომ გასული წლის აგვისტოში დაიწყო. ამ დრომდე 136 ნიმუში შემოწმდა. წელს კიდევ 210 ნიმუშის შემოწმდება. ნიმუშებს სწრაფი კვების ობიექტებიდან და საბავშვო ბაღებში
არსებული საკვებიდანაც აიღებენ.

7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სურსათში კი ტრანსცხიმის შემცველობა საერთოდ არ უნდა ფიქსირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ სურსათში ტრანსცხიმების რეგულირების ნორმა 2017 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა.
მსგავსი სიახლეები
მსოფლიო უნდა გათავისუფ ლდეს რაციონში არსებული ტრანსცხიმებისგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი პროგრამა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 2023 წლისთვის მსოფლიოს
05-07-2018