იმდენად ძლიერი ტალღა იყო, კედელზე მიმანარცხა - რას ჰყვება დაშავებული მეშახტე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იმდენად ძლიერი ტალღა იყო, კედელზე მიმანარცხა - რას ჰყვება დაშავებული მეშახტე

იმდენად ძლიერი ტალღა იყო, კედელზე მიმანარცხა - რას ჰყვება დაშავებული მეშახტე
თითქმის ათი წელია აქ ვმუშაობ, მაგრამ ასეთი შემთხვევა არასდროს მსმენია. იმას, რაც დღეს მოხდა, ჩვენ სამთო დარტყმას ვუწოდებთ, რომელიც სიგნალს არ იძლევა, - ამის შესახებ მინდელის შახტაში დაშავებულმა, იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მოთავსებულმა ერთ-ერთმა მეშახტემ, ირაკლი კირკიტაძემ განაცხადა, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა.

მისი თქმით, მომხდარი მოვარდნილმა ჰაერის უზარმაზარმა ტალღამ გამოიწვია. „ჰაერის უზარმაზარი ტალღა წამოვიდა. უსაფრთხო ადგილზე ვიყავი, თუმცა იმდენად ძლიერი ტალღა იყო, მიმანარცხა კედელზე. ჩვენ ამას სამთო
დარტყმას ვეძახით, რომელიც სიგნალს არ იძლევა და როგორც ვიცი, ამის პრევენცია ვერ ხდება“, - განაცხადა დაშავებულმა მეშახტემ.

მისივე თქმით, ჰაერის მოვარდნილმა ძლიერმა ტალღამ 15-17 მეტრზე ათრია.

ექიმების განცხადებით, აღნიშნული მეშახტის მდგომარეობა სტაბილურია, ის ადეკვატური და კონტაქტურია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მინდელის შახტაში დაშავებულები ტყიბულისა და ქუთაისის საავადმყოფოებში მოინახულა და პირადად გაეცნო მათ მდგომარეობას.
მანამდე დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ადგილზე გაცნო ვითარებას.

მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებულებიდან ალადაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 6 პაციენტი იმყოფება,
22-06-2019
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ქოჩორაშვილის
21-06-2019
აფეთქების დროს დაშავებულ ბავშვს ყველა საჭირო კვლევა და კონსულტაცია ჩატარებული აქვს, მჯერა, რომ მის
17-01-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის
„მკურნალის“ თვის ექიმი ამჯერად „ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი“ გაგა ყულიაშვილია, რომელიც ყურის მწვავე ანთებაზე გვესაუბრება:
როგორც არიზონას უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, პლასტიკის მიკრონაწილაკების
მთელი სამედიცინო საზოგადოება დაამწუხრა ცნობილი ექიმის,
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად