ნახეთ რუკა - რომელ ქალაქებში ელოდებიან ამ დღეებში ჩინური კოსმოსური სადგურის ნარჩენების ვარდნას - თბილისი ამ ზოლში მოხვდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნახეთ რუკა - რომელ ქალაქებში ელოდებიან ამ დღეებში ჩინური კოსმოსური სადგურის ნარჩენების ვარდნას - თბილისი ამ ზოლში მოხვდა

სადგური, რომლის სახელიც "სამოთხედ" ითარგმნება, 2011 წელს ამოქმედდა და მან სამ მისიას უმასპინძლა. 2016 წელს ჩინეთის კომოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა სადგურზე კონტროლი დაკარგეს. მას შემდეგ მეცნიერები ობიექტის დაცემის თარიღისა და ადგილის გამოთვლას ცდილობენ.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, ჩამოვარდნის ზონა ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყო ჩრდილოეთის 43 გრადუსსა და სამხრეთის 43 გრადუსს შორის. ამ ზონაში, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად, ხვდება საქართველოც.

მეცნიერების თქმით, მოსალოდნელია, რომ 8.5-ტონიანი სადგური ატმოსფეროში შესვლისთანავე დაიწვება, დედამიწაზე კი მხოლოდ ნარჩენები ჩამოცვივდება. დაწვის პროცესში დამკვირვებლებს თვალწარმტაცი სინათლის შოუ შეუძლიათ იხილონ.

გთავაზობთ რუკას - რომელ ქალაქებში ელოდებიან ნარჩენების ჩამოცვენას. თბილისი ამ ზოლში მოხვდა:

mkurnali.ge

"კოსმოსურ ფრენათა ისტორიის განმავლობაში, ატმოსფეროში კოსმოსური ნაგვის შემოსვლის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობილია მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს კოსმოსური ნარჩენი დაეცა, მაგრამ საბედნიეროდ, არ დაშავებულა", — აცხადებს Aerospace Corp-ი.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომმა ჯონათან მაკდაუელმა განაცხადა, რომ დედამიწის ზედაპირზე დაცემის შანსი აქვს მხოლოდ იმ ნამსხვრევებს, რომელთა წონაც 100 კილოგრამზე მეტი იქნება.

მაკდაუელის განცხადებით, ჩამოვარდნის ადგილი შეიძლება შეცვალოს ატმოსფერულ გარემოში მომხდარმა მცირე ცვლილებებმაც კი.

"ატმოსფეროში შემოჭრის ზუსტი დრო და ადგილი მხოლოდ 6-7 საათით ადრე გვეცოდინება, მაგრამ სახიფათო ნამდვილად არაფერია", — ამბობს მაკდაუელი.

ზოგიერთი ქვეყნის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კოსმოსური სადგურის ნარჩენები 1 აპრილის ღამის საათებში (ჩვენი დროით 10 საათის შემდეგ) შემოვა ატმოსფეროში და მოსახლეობას ურჩევენ, რომ ფანჯრებთან არ დადგნენ ამ პერიოდში.