სიახლეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

სიახლეები

ორგანიზმის მიერ სითბოს გამომუშავებასა და გარემოს ტემპერატურას შორის არსებობს ერთგვარი წონასწორობა, მაგრამ თუ გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას (თბილად აცვია, ტემპერატურა აქვს მაღალი), ხდება გადახურება. ამ მხრივ ბავშვების, განსაკუთრებით კი ჩვილების ორგანიზმი რამდენადმე საშიშ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიოლოგიურადაც გარკვეული დაძაბვით მუშაობს. დახურული და დახშული ბინა, გაციების შიშით ბავშვის შეფუთვა და ბინის ზედმეტად გათბობა ან მზეზე დიდხანს ყოფნა შესაძლოა გადახურებისა და მზის დაკვრის მიზეზი გახდეს.
შვეციაში ბორმანქანას ლაზერი შეცვლისკარიესის მკურნალობა შესაძლებელია ლაზერით, თანაც - ბორმანქანაზე არანაკლებ ეფექტიანად. ამის შესახებ განაცხადა შვეციის სამედიცინო მომსახურების ფორმებისა და მეთოდების კონტროლის სახელმწიფო სამმართველომ. გარეგნულად განსხვავება თითქმის არ არის, ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებ, რომ პაციენტის კბილში იხრახნება არა ლითონის ბორი, არამედ ლაზერის სხივი. მისი მოქმედების პრინციპი ასეთია: ლაზერი აცხელებს კბილის ქსოვილში არსებულ ძალიან მცირე რაოდენობის წყალს; იგი იქცევა ორთქლად, რომლის წნევაც იწვევს შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარ, მაგრამ ძლიერ მიკროაფეთქებებს, რომლებიც კბილის ქსოვილზე მოქმედებს.
ძილის ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკა ახლახან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრაზე ძილის საკვლევი ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატის AURA PSG-ის პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში ამ აპარატით ხორციელდება ძილის კვლევა. ამიერკავკასიაში ეს ამ ტიპის ერთადერთი აპარატია. AURA PSG-ით ტარდება ძილის დარღვევის მქონე პაციენტების უსადენო სკრინინგი როგორც ლაბორატორიულ, ისე სახლის პირობებში. კომპიუტერში ჩანაწერი კეთდება პაციენტთან სადენური კავშირის გარეშე, რაც მოხერხებულია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის.
იაპონელმა მეცნიერებმა ცხვრის ორგანიზმში სათადარიგო ორგანო გამოზარდესთჰე თიმეს-ში დაიბეჭდა ცნობა იმის შესახებ, რომ იაპონელმა მეცნიერებმა ცხვრის ორგანიზმში სათადარიგო ორგანო გამოზარდეს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, იუტაკა ჰანაზონო, დარწმუნებულია, რომ მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგია იაპონიაში დონორ ორგანოთა ქრონიკული უკმარისობის პრობლემას მოაგვარებს. ამავე დროს ექიმები და ზოგიერთი პარლამენტარი მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, შეცვალონ ნაციონალურ სამართალში "სიკვდილის" ცნების განმარტება, რადგან ამჟამად არსებული კანონი მეცნიერებს ტრანსპლანტაციის წარმოების საშუალებას არ მისცემს.
რა შეუძლია საღეჭ რეზინსკალიფორნიაში, სანტა-ბარბარას საავადმყოფოში, მედიკოსთა ჯგუფი ირწმუნება, რომ მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ საღეჭი რეზინი აჩქარებს ნაწლავის ფუნქციის აღდგენას და ამცირებს ოპერაციის შემდგომ პერიოდს. მუცლის ღრუზე ჩატარებული ნებისმიერი ოპერაცია აქვეითებს, მძიმე შემთხვევაში კი სრულიად წყვეტს ნაწლავთა პერისტალტიკას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა და გაახანგრძლივოს პაციენტის საავადმყოფოში ყოფნა. იზრდება ინფიცირების ალბათობაც. მედიკოსები აკვირდებოდნენ პაციენტებს, რომლებსაც სიგმოიდური ნაწლავის რეზექცია ჩაუტარდათ.
ხანგრძლივი გაუტკივარების ახალი მეთოდიბოსტონის (მასაჩუსეტსის შტატი, აშშ) მკვლევრებმა, საბავშვო ჰოსპიტალში მომუშავე მედიკოსებმა ხანგრძლივი მოქმედების ახალი გამაუტკივარებელი საშუალება შეიმუშავეს - ცოტაოდენი ძლიერი ანესთეტიკი საქსიტოქსინი ცხიმოვან კაფსულაში, ე.წ. ლიპოსომაში მოათავსეს. კვლევის დროს მეცნიერებმა გამოსცადეს ორი სახის ლიპოსომა, რომელთაგან ერთი შეიცავდა მხოლოდ საქსიტოქსინს, ხოლო მეორე - ანესთეტიკს, რომელსაც დამატებული ჰქონდა ჰორმონული პრეპარატი დექსამეტაზონი. ეს უკანასკნელი გასაუტკივარებელი ნივთიერების მოქმედებას აძლიერებდა. საქსიტოქსინიანი ლიპოსომების გამოყენების შემდეგ ანესთეზია ორ დღეს გრძელდებოდა, ხოლო ორი პრეპარატის შემცველი ლიპოსომების გამოყენებისას - კვირაზე მეტხანს.
ნაჩვენებია მე-270 გვერ 292 - დან
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად