სიახლეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

სიახლეები

ჰარვარდელმა მეცნიერებმა და-ასკვნეს, რომ იმ ნივთიერებასთან ლიდოკაინის კომბინაციას, რომელიც მწარე წიწაკის გემოს უზრუნველყოფს, შეუძლია, ისე მოხსნას ტკივილის შეგრძნება, რომ არ დათრგუნოს შეხებითი მგრძნობელობა და მოტორული ფუნქციები.მკვლევარები იკვლევდნენ კაპსაიცინს, რომელიც დიდი რაოდენობით შედის წითელ წიწაკაში, და ნივთიერება QX-314-ს, რომლის ქიმიური ფორმულა ძალიან ჰგავს ადგილობრივი ანესთეზიისთვის ფართოდ გამოყენებული ნივთიერების - ლიდოკაინის ქიმიურ ფორმულას, თუმცა, ლიდოკაინისგან განსხვავებით, QX-314-ს ჩვეულებრივ პირობებში არ შეუძლია ნერვული უჯრედების მემბრანებში შეჭრა, ამიტომ მედიკამენტად მისი გამოყენება არ შეიძლება.
იაპონელმა მეცნიერებმა წარმატებით ჩაატარეს სარძევე ჯირკვლის კიბოს ამოკვეთის შედეგად გაჩენილი დეფექტის გასწორების ახალი მეთოდის გამოცდა. სამშენებლო მასალად გამოყენებულ იქნა პაციენტის ცხიმოვან ქსოვილში შერეული ღეროვანი უჯრედები.მკერდის რეკონსტრუქციის ახალი მეთოდი შემუშავებულია ამერიკული კომპანია ჩყტორი თჰერაპეუტიცს-ის მიერ. იგი გამოიცადა 21 ქალზე. ყველა მონაწილეს გაკეთებული ჰქონდა სარძევე ჯირკვლის სეგმენტური რეზექცია (ლუმპექტომია). ეს არის სიმსივნისა და მის ირგვლივ მდებარე მინიმალური ოდენობის ქსოვილის მოსაშორებელი ოპერაცია. იგი დამზოგველ მანიპულაციად ითვლება, რადგან სარძევე ჯირკვალს მთლიანად არ კვეთენ.
პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჩაატარეს ექსპერიმენტი და რობოტს, სახელად და ვინჩის, ცხვირ-ხახაში ოპერაციები გააკეთებინეს. გამოკვლევაში მონაწილეობდა 27 პაციენტი, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ სასის ნუშურა ჯირკვლების ბრტყელუჯრედოვანი და ბაზალურუჯრედოვანი კარცინომით. რობოტი-ქირურგი აღჭურვილი იყო ქირურგიული ინსტრუმენტე-ბის სამი მანიპულატორით და ენდოსკოპით, რომელიც ოპერაციული არის სამგანზომილებიანი, გადიდებული გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა. რობოტის მოქმედების კონტროლი ხდებოდა დისტანციური მოქმედების პულტით.
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც, სავარაუდოდ, კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმის - მერკელის უჯრედებიდან განვითარებული კიბოს - მიზეზია. ვირუსს, რომელსაც მერკელის უჯრედების პოლიომავირუსი უწოდეს, ამ ტიპის სიმსივნეების 80% შეიცავს. მერკელის უჯრედები ეპიდერმისის ღრმა შრეებში მდებარეობს და ტაქტილურ მგრძნობელობაზე პასუხისმგებლად ითვლება. მათგან განვითარებული კიბო კანის აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უპირა-ტესად მოხუცებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებს ემართებათ, კერძოდ, შიდსით დაავადებუ-ლებს და მათ, ვისაც ორგანოთა ტრანსპლანტაცია აქვს ჩატარებული. ამ დაავადების მიზეზი უცნობია.
ნაჩვენებია მე-269 გვერ 287 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად