სიახლეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

სიახლეები

ამიოტროფია (სპინალური, ნევრალური) და მიოპათია (მიოდისტროფია, კუნთოვანი დისტროფია) მემკვიდრეობით დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც კუნთების თანდათანობითი ატროფია და დეგენერაცია ახასიათებს. ზოგადად, ატროფია კვების მოშლის გამო ქსოვილის განლევა-დაპატარავებაა, დეგენერაცია კი ქიმიური შედგენილობისა და სტრუქტურის ცვლილების გამო ქსოვილის ან ორგანოს ფუნქციის გაუარესება და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებაა. ამიოტროფიაამიოტროფია წარმოადგენს კუნთოვანი მასის პროგრესირებად განლევას, რომელსაც თან სდევს შესაბამისი კუნთის დასუსტება. ამიოტროფია დაკავშირებულია იმ ნერვის დაავადებასთან, რომელიც აღაგზნებს დაზიანებულ კუნთს. ის ყველა ქრონიკული ნევროპათიის დამახასიათებელი სიმპტომია.
გული საოცარი ორგანოა. ის ჩანასახოვან პერიოდში იწყებს ძგერას და აქედან მოყოლებული ათეულობით წლის განმავლობაში შეუჩერებლივ მუშაობს. ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, დადებითი თუ უარყოფითი ფსიქოემოციური განცდები, გარესამყაროსთან მისი უწყვეტი კავშირი გულის მუშაობაზე აისახება. ერთი სიტყვით, გული პასუხობს ადამიანის ცხოვრების ავ-კარგს. გულის ურთულესი მუშაობა განპირობებულია ელექტროფიზიოლოგიური, ბიოფიზიკური, მექანიკური და აკუსტიკური პროცესების მთელი ჯაჭვით. მას საფუძვლად უდევს გულის სტრუქტურული აგებულების სრულყოფილება და თავისებურებანი. გულის დაავადებები მოსახლეობის შრომის უნარის დაქვეითების, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
კანი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მის მდგომარეობაზე ბევრად არის დამოკიდებული სხვა ორგანოთა ფუნქციობა და, საზოგადოდ, ორგანიზმის სიჯანსაღე. კანს ორგანიზმის სარკესაც უწოდებენ. ის მონაწილეობს სუნთქვისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ასრულებს სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას. კანის ფორებით ორგანიზმიდან გამოიყოფა დიდი ოდენობით წიდა და ტოქსინი. კანისა და კანქვეშა ქსოვილის ჯანსაღ ფუნქციობაზე ბევრად არის დამოკიდებული იმუნური სისტემის ეფექტური მუშაობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელი და მოვლილი კანის მქონე ადამიანი გაცილებით მომხიბვლელად გამოიყურება.
ორგანიზმის მიერ სითბოს გამომუშავებასა და გარემოს ტემპერატურას შორის არსებობს ერთგვარი წონასწორობა, მაგრამ თუ გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას (თბილად აცვია, ტემპერატურა აქვს მაღალი), ხდება გადახურება. ამ მხრივ ბავშვების, განსაკუთრებით კი ჩვილების ორგანიზმი რამდენადმე საშიშ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიოლოგიურადაც გარკვეული დაძაბვით მუშაობს. დახურული და დახშული ბინა, გაციების შიშით ბავშვის შეფუთვა და ბინის ზედმეტად გათბობა ან მზეზე დიდხანს ყოფნა შესაძლოა გადახურებისა და მზის დაკვრის მიზეზი გახდეს.
შვეციაში ბორმანქანას ლაზერი შეცვლისკარიესის მკურნალობა შესაძლებელია ლაზერით, თანაც - ბორმანქანაზე არანაკლებ ეფექტიანად. ამის შესახებ განაცხადა შვეციის სამედიცინო მომსახურების ფორმებისა და მეთოდების კონტროლის სახელმწიფო სამმართველომ. გარეგნულად განსხვავება თითქმის არ არის, ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებ, რომ პაციენტის კბილში იხრახნება არა ლითონის ბორი, არამედ ლაზერის სხივი. მისი მოქმედების პრინციპი ასეთია: ლაზერი აცხელებს კბილის ქსოვილში არსებულ ძალიან მცირე რაოდენობის წყალს; იგი იქცევა ორთქლად, რომლის წნევაც იწვევს შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარ, მაგრამ ძლიერ მიკროაფეთქებებს, რომლებიც კბილის ქსოვილზე მოქმედებს.
ნაჩვენებია მე-264 გვერ 287 - დან
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად