სიახლეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

სიახლეები

წითელი ღვინო ტვინს ინსულტისგან იცავსაშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნევროლოგებმა დაადგინეს, რომ წითელი ღვინო ტვინს ინსულტის ნეგატიური შედეგებისგან  იცავს. მეცნიერები ლაბორატორიულ თაგვებს ჭამიდან 2 საათის შემდეგ რესვერატროლის მცირე დოზას აძლევდნენ (რესვერატროლი ნივთიერებაა, რომელსაც წითელი ყურძნის კანი და კურკა შეიცავს), შემდეგ კი მათში იშემიურ ინსულტს იწვევდნენ. შეგახსენებთ: ამ დროს ტვინში სისხლის მიწოდება წყდება. მღრღნელებს, რომლებსაც რესვერატროლი ჰქონდათ მიღებული, თავის ტვინი უფრო ნაკლებად დაუზიანდათ. ფარმაკოლოგების თქმით, რესვერატროლი ზრდის იმ ფერმენტის დონეს, რომელსაც უნარი შესწევს, ტვინის ნერვული უჯრედები დაზიანებისგან დაიცვას.
მამაკაცები გენდერული თანასწორობისთვისრამდენიმე დღის წინ გაეროს მოსახლეობის ფონდის (unfpa) საქართველოს ოფისის ეგიდით თბილისს ეწვია ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი და საზოგადო მოღვაწე გენდერის საკითხებში, "თეთრი ლენტის" კამპანიის ("თეთრი ლენტის" კამპანია ამჟამად მსოფლიოს 60 ქვეყანაში მიმდინარეობს) ერთ-ერთი დამფუძნებელი მაიკლ კაუფმანი. ის უკვე 20 წელია აქტიურად იღვწის გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობებთან მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. მაიკლ კაუფმანის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს, აამაღლოს მამაკაცების ჩართულობა გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასა და გენდერული ძალადობის დაძლევაში, რადგანაც მამაკაცებს ამ მხრივ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ.
პატარას რაღაცის ეშინია! როგორ მოვიქცეთ, რის დახმარებით დავძლიოთ შიში? რა თქმა უნდა, თოჯინა დაგვეხმარება! სამწუხაროდ, იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა 4-5 წლის ბავშვი ეჭვის თვალით უყურებს საკვებს და მაქსიმალურად ცდილობს, როგორმე არ ჩაყლაპოს ხახვი, მწვანილი... წვნიანის დანახვისას თვალები ცრემლით ევსება, ხოლო ჭამა საათნახევარი გრძელდება... რა არის ასეთი შიშის მიზეზი და როგორ შეიძლება ბავშვს დავეხმაროთ? რა თქმა უნდა, მსგავსი შიშის ფორმირება მიუთითებს, რომ პატარა ძალიან მგრძნობიარეა, შესაძლოა, ეჭვიანიც. სპეციალისტების აზრით, ასეთი შიში ჩვენი უმთავრესი შიშის - სიკვდილის შიშის შედეგია.
მყავს 2 თვის პატარა. ვამჩნევ, რომ ჩემი რძე არ ჰყოფნის, ძუძუს შემდეგ ისევ ითხოვს საკვებს. შეიძლება თუ არა, საბავშვო საკვები ნარევი დავუმატო? რომელს მირჩევთ? იქნებ სჯობდეს, მთლიანად ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანო? თუ პატარა დაბადებიდანვე ან სიცოცხლის პირველ თვეებში დედის რძესთან ერთად სხვა საკვებსაც იღებს, ეს შერეული კვებაა. შერეულ კვებაზე იმ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, თუ დამატებითი საკვების ოდენობა მთელი რაციონის 1/5-ს აღემატება. შერეული კვების ეფექტურობა ბევრად არის დამოკიდებული ბავშვის რაციონში დედის რძისა და ხელოვნური საკვები ნარევების რაოდენობრივ თანაფარდობაზე. თუ შერეულ კვებაზე მყოფი ჩვილის დღიურ რაციონში დედის რძის წილი 2/3-3/4-ს შეადგენს, კვება ბუნებრივს უახლოვდება, ხოლო თუ 1/3 ან ამაზე ნაკლებია, მაშინ კვება ხელოვნურისკენ იხრება.
გენის არარსებობა ქსოვილთა რეგენერაციის უნარს დაგვიბრუნებსმეცნიერებმა ძუძუმწოვრებს რეგენერაციის უნარის მარეგულირებელი გენი აღმოუჩინეს. მათი თქმით, მისი არარსებობის შემთხვევაში ცხოველებს ქსოვილთა რეგენერაციის უნარი დაუბრუნდებათ (დღემდე მიიჩნეოდა, რომ რეგენერაციის უნარი დიდი ხნის წინ, ევოლუციის პროცესში დაიკარგა და რომ ეს არაჩვეულებრივი თვისება მხოლოდ  ბრტყელმა ჭიებმა და სალამანდრას რამდენიმე სახეობამ შეინარჩუნეს). ვისტარის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა თაგვებზე ექსპერიმენტი ჩაატარა და დარწმუნდა, რომ P21-გენამოცლილ მღრღნელებს დაკარგული და დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის უნარი საგრძნობლად აუმაღლდათ.
ალერგიის მკურნალობის ახალი მეთოდიამერიკელი მკვლევარები მზად არიან, ალერგიას ნანოტექნოლოგიებით შეებრძოლონ. მათი მონაცემებით, ნახშირბადის ატომებისგან მიღებული ნანონაწილაკები საგრძნობლად ამცირებს უჯრედთა აქტივობას, რომელიც ალერგიულ რეაქციებს იწვევს. ვირჯინიის უნივერსიტეტის იმუნოლოგებმა სცადეს, სამედიცინო მიზნით გამოეყენებინათ ფულერენ-60. ეს არის ნაერთი, რომლის მოლეკულები ნახშირბადის 60 ატომისგან შედგება და ქმნის სამგანზომილებიან სტრუქტურას, რომელიც ფორმით ფეხბურთის ბურთს მოგვაგონებს. ფულერენი არაჩვეულებრივი ქიმიური და ოპტიკური თვისებების მქონე ზემსუბუქი და ზემტკიცე მასალების წარმოებაში გამოიყენება.
ნაჩვენებია მე-262 გვერ 292 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად