მწარე წიწაკა სიცოცხლის გამახანგრძლივებელი უნიკალური პროდუქტია
წიწაკა ნებისმიერი სახითაა ეფექტური. ამას ამტკიცებენ ჩინელი მკვლევარები, რომელთაც ამ სფეროში ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. მასში მონაწილეობა მიიღო 30-79 წლამდე 500000-მა ადამიანმა. ცდის პირები, რომლებიც აქტიურად ღებულობდნენ წიწაკას, იშვიათად ავადობდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ონკოლოგიური დაავადებებითა და გრიპით.
წიწაკის საიდუმლო კომპონენტ კაპსაიცინშია. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ასევე ამცირებს ტკივილს. ამასთან ამ ნაერთს გააჩნია გამაღიზიანებელი თვისება, რაც წიწაკას საშუალებას აძლევს მასობრივად გაანადგუროს ავთვისებიანი უჯრედები.
კაპსაიცინი ხელს უწყობს ცხიმოვანი ჩანართების დაწვას, აწესრიგებს კუჭის მჟავიანობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. უფრო ადრე ჩატარებული კვლებებით დადასტურდა, რომ კაპსაიცინს შეუძლია ღვიძლის გაწმენდა და გააჩნია ნაღველმდენი თვისებები.