კითხვა-პასუხი სექსის შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

კითხვა-პასუხი სექსის შესახებ

კითხვა-პასუხი სექსის შესახებ
თუ ოდესმე გაგჩენიათ ინტიმური ხასიათის კითხვები, რომელთა გამხელაც თვით საუკეთესო მეგობრისთვისაც კი არ შეგეძლოთ, იცოდეთ - მარტო არ ხართ, ასეთი კითხვები სხვებსაც უტრიალებთ ენის წვერზე.

მაშ ასე:
1. რამდენი კალორია იწვება ინტიმური ურთიერთობის დროს?
დაახლოებით 300 ერთი საათის განმავლობაში.


2. ესე იგი, სექსით შემიძლია გავხდე?
დიახ, ეს შესაძლებელია. ერთი წლის განმავლობაში 2 კილოგრამამდე დაიკლებთ, თუ გამოიყენებთ რეცეპტს: "ნახევარსაათიანი სექსი 2-3-ჯერ კვირაში".

3. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საშუალოსტატისტიკური მამაკაცის ერექცია?
ჩვეულებრივ, არა უმეტს საათისა. აქვე მოგახსენებთ, რომ სამ-, ოთხ- და ხუთსაათიანი
ერექცია სიამაყის საფუძველი არ არის. ეს დაავადების სიმპტომია.

4. და ვიაგრის მიღების შემთხვევაში?
თუ დავუჯერებთ მეცნიერებს, დაახლოებით 33 წუთი.

5. მართალია, თუ არა, რომ რაც უფრო დიდია კლიტორი, მით უფრო ადვილად აღწევს ორგაზმს ქალი?
არა. ყველა კლიტორში ნერვული დაბოლოებების რიცხვი ერთნაირია, დაახლოებით 8 ათასი, ამიტომ,
განურჩევლად ზომისა, ისინი ერთნაირად მგრძნობიარენი არიან.

6. ჩემს კაცს სექსის დროს დაეძინა. ეს როგორ გავიგო?
მოეშვით. ვის არ მოსვლია, დაიღალა კაცი. მაგრამ თუ პროცესი ხშირად მთავრდება არა ორგაზმით, არამედ თქვენზე წამოწოლილი პარტნიორის ხვრინვით, ჯობს, ზემოხსენებული პარტნიორი ექიმს აჩვენოთ.

7. მართალია, თუ არა, რომ სასქესო ასო შეიძლება მოტყდეს?
მართალია, მართალი. მაგალითად, თუ მამაკაცი მოულოდნელად დაეჯახა ასოთი რამეს ან, ვთქვათ, კარში მოიყოლა (არ გაგეცინოთ, ასეც ხდება), შესაძლოა, მოტეხილობა მიიღოს. ასე რომ, ჯობს, მისი სიმაგრე უფრო დამზოგველი მეთოდებით შეამოწმოთ.

8. როგორ გავიგოთ ასოს მოტეხილობის შესახებ?
პროცესს თან ახლავს დამახასიათებელი ხმა და სასქესო ასო მომენტალურად ლურჯდება.

9. ყველაზე პატარა რა ზომის ასოა აღწერილი ისტორიაში?
1,5 სანტიმეტრი.

10. ინტიმური ურთიერთობის შემდეგ ხშირად ცრემლები მომდის. ეს ნორმალურია?
სქესობრივი აქტის დროს ადამიანს თავს ატყდება ჰორმონული ცუნამი. ასე რომ, სენტიმენტები ნუ გაგაკვირვებთ.

11. რა სიჩქარით მიისწრაფვიან სპერმატოზოიდები სანუკვარი მიზნისკენ?
მისეირნობენ - საათში დაახლოებით 20-25 სანტიმეტრის სიჩქარით.

12. ცხოველებიც მასტურბირებენ?
დიახ. მაგალითად, ირმები და მაიმუნები. თუმცა მათგან მხოლოდ ერთეულები. და არა მარტო ხვადები - ძუ მაიმუნებსაც შეიძლება წააწყდეთ ამ მდგომარეობაში.

13. ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გრძელდება სქესობრივი აქტი?
თუ დავუჯერებთ მეცნიერებს, 3-დან 13 წუთამდე.

14. G წერტილი ყველა ქალს აქვს?
ამ წერტილის აღმომჩენთა განმარტებით, თითქმის ყველა ქალს. უმეტესად ის საშოს შესასვლელიდან 3-5 სანტიმეტრზე მდებარეობს.

15. მსგავსი წერტილი მამაკაცებსაც აქვთ?
ასეთი რამ მამაკაცებს არ აქვთ, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ აქვთ ანალოგი - პროსტატა. ამბობენ, რომ თუ თითით გააღიზიანებ ადგილს, რომელიც სწორ ნაწლავსა და სათესლე ჯირკვლებს შორის მდებარეობს, თქვენც და თქვენს პარტნიორსაც დიდი ბედნიერება გეწვევათ.

16. რა ფერის საცვლებს ანიჭებენ მამაკაცები უპირატესობას და მიიჩნევენ უფრო ეროტიკულად?
კვლევებს თუ დავუჯერებთ, წითელს. ისინი მზად არიან, წითელ საცვლებში გამოწყობილ სასურველ ობიექტს ხარის მძვინვარებით შეუტიონ!… ვინ თქვა, ხარები დალტონიკები არიანო?

17. საშუალოდ რამდენჯერ შეიძლება განუვითარდეს ერექცია მამაკაცს?
თერთმეტჯერ. არ ელოდოთ!

18. საინტერესოა, ოდესმე გამოიგონებენ ვიაგრას ქალებისთვის?
ქალებთან ყველაფერი შედარებით რთულადაა: ინტიმური პრობლემები აქ უფრო ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს და არა ფიზიკურს. ამ დროს ტაბლეტებით დახმარება წარმოუდგენელია. თუმცა არსებობს ზოგიერთი სხვა საშუალებაც, რომელთა არჩევა მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტის პრეროგატივაა.

19. აღგზნების დროს არცთუ იშვიათად ცემინებას ვიწყებ. ეს რა არის - ალერგია სექსზე?
სქემატურად ეს შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას: სქესობრივი აქტის დროს ცხვირის ქსოვილებისკენ, ისევე როგორ საშვილოსნოს ქსოვილებისკენ, ძლიერდება სისხლის მიდენა. შესაძლოა, სწორედ ეს იწვევდეს ცემინებას აღგზნების დროს, თუ სხვა მიზეზი არ არსებობს. "სხვა მიზეზს" კი მხოლოდ კვალიფიციური ექიმი აღმოაჩენს.

20. მართლა არსებობს თუ არა ეფექტური აფროდიზიაკი?
თავად სიტყვა "აფროდიზიაკი" მის რეალურობაზე მიანიშნებს. უბრალოდ, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს წითელი ან შავი ღვინო, ზოგისთვის - ახალმომზადებული არომატული (არომატიზებულში არ აგერიოთ) ყავა, აფრიკული თუ ამერიკული ხის ფესვები, ქერქები, ფოთლები თუ ყვავილები.

21. ბავშვის ჩასახვისთვის რომელი პოზაა ყველაზე უკეთესი?
საწყისი მდგომარეობა: წევხართ ზურგზე, ფეხები გაშლილი გაქვთ მხრების... პარტნიორის მხრების სიგანეზე.

22. თუ მამაკაცი "იმ ადგილს" გაიპარსავს, გახდება თუ არა სექსი უფრო უკეთესი?
ამას სექსთან კავშირი არ აქვს. შეიძლება, უარესიც გახდეს, რადგან ახალწამოზრდილი თმა იჩხვლიტება.

23. შეიძლება თუ არა, თან გეძინოს, თან ინტიმური ურთიერთობა გქონდეს?
შეიძლება. ამას სექსსომნია ჰქვია (სექსომანიაში არ აურიოთ). თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ძილის კლინიკების პაციენტების 8% ნამდვილი სექსმთვარეულია.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 01-10-2019
მათე
18 სანტიმეტრი კაი ზომაა 17 წლის ასაკში?
თარიღი : 28-08-2017
11
sami kriris orsuls sheidzleba tviuriargaducdes ?
თარიღი : 25-11-2016
Eka
შეიძლება თუ არა დამცავით ქალიშვილობის დაკარგვა ?
თარიღი : 28-10-2015
პენისი მაქვს დაბრეცილი , და მაინტერესებს სექსის დროს ხელს შემიშლის?'
პენისი მაქვს დაბრეცილი , და მაინტერესებს სექსის დროს ხელს შემიშლის?
თარიღი : 25-09-2015
jayo
ვისაც ორგაზმი არა გაქვთ -ჩემთან მოდით!გასწავლით
თარიღი : 23-09-2015
mari
ორგაზმს ვერ ვიგებ ვერანაირად და რატომ??
თარიღი : 22-09-2015
24
ანორგაზმიას რით შეიძლება ვუშველო??
თარიღი : 30-08-2015
man
ყველაფერი ძალიან საინტერესოა მაგრამ მაინტერესებს რა პრობლემის წინასშე დგას ის ადამიანი (ქალი)რომელიც სექსის დროს მხოლოდ ტკივილს განიცდის და სიამოვნებას ვერ გებულობს...?
თარიღი : 10-08-2015
man
საინტერესოა, ცოტა უხერხულიც, ყველაზე მაგარი 1,5პენისი იყო :D :D :დ
თარიღი : 10-03-2015
:-*
:-*
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ვირუსისგან გათავსუფლდა 36 წლის ბრაზილიელი პაციენტი. თუმცა, ექსპერტები გარკვეულ შესწორებას აკეთებენ:
სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურ საკითხს ჭარბ წონასთან ბრძოლა წარმოადგენს.
NL International-მა, სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე, პროფესიონალი დიეტოლოგების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ,
ნეიროქირურგია ყოველთვის უმაღლესი სირთულის სინონიმად ითვლებოდა – საუბარი ხომ მიდის ჩარევაზე
ბრიტანელმა ქირურგმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. მათ მოწყვეტილი პენისის მიკერება შეძლეს ტრავმის მიღებიდან
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად